ოსიმენის აგენტი პსჟ-ის ხელმძღვანელობას საიდუმლოდ შეხვდა - რას აპირებს ნიგერიელი

AutoSharing Option
"ნაპოლის" ლიდერი ვიქტორ ოსიმენი, დიდი ალბათობით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში "პარტენოპეის" დატოვებს. Tuttomercatoweb-ის ინფორმაციით, ნიგერიელის აგენტი "პარი სენ ჟერმენის" ხელმძღვანელობას საიდუმლოდ შეხვდა და ტრანსფერის დეტალები განიხილეს.

წყაროს ცნობით, ოსიმენის აგენტს პსჟ-ის სპორტულ დირექტორთან, ლუის ოკამპოსთან, შესანიშნავი ურთიერთობა აქვს, რაც ტრანსფერის შანსს კიდევ უფრო ზრდის.

ცნობილია, რომ აურელიო დე ლაურენტისი ნიგერიელის სანაცვლოდ 150 მილიონ ევროს ითხოვს, თუმცა აღნიშნული თანხის გადახდა დედაქალაქური კლუბისთვის პრობლემას არ წარმოადგენს.

შეგახსენებთ, ვიქტორ ოსიმენმა მიმდინარე სეზონში "პარტენოპეის" მაისურით ყველა ტურნირზე ჯამში 24 მატჩი გამართა, თავი კი 21
გატანილი გოლითა და 3 შედეგიანი პასით გამოიჩინა.

altოსიმენი: კვარაცხელიას შეუძლია "ოქროს ბურთი" მოიგოს და "ნაპოლის" დიდება მოუტანოს

altოსიმენის მანქანამ "ნაპოლის" ქომაგები აღაფრთოვანა - რომელი ავტომობილით გაადგილდება ნიგერიელი [VIDEO]

altCalciomercato: დე ლაურენტისმა ოსიმენის სატრანსფერო თანხა დაასახელა

მკითხველის კომენტარები / 6 /
ოსიმენის აგენტი პსჟ-ის ხელმძღვანელობას საიდუმლოდ შეხვდა - მთელმა საქართველონ გავიგეთ :)
ჭიჭიკო
09 მარტი 2023 01:11
0
ოსიმენი ის ფეხბურთელია ბურთი კარის წინ რომ უნდა \ჩააწოდო და ფეხს დაუხვედრებს, ასე, რომ ის პსჟ-ში დაიკარგება, რადგან იქ გოლების გამტანი თავზე საყრელად ყავთ. ხომ ხედავთ მესის და მბაპეს, მოედნის ცენტრიდან მონაწილეობენ შეტევაში, ამ კომპონენტში კი ოსიმენი ბევრს არაფერს წარმოადგენს. მას თუ უნდა ძირითადში იჯდეს, ნაპოლიდან არ უნდა წავიდეს.
ჟორა გაბრიჭიძე
09 მარტი 2023 01:03
7
რატომღაც ოსიმენს ვერ აღვიქვავ ტოპ დონის თავდამსხმელად და ეს 150 მილიონიც ძალიან გაბერილი მგონია
მამუკა
08 მარტი 2023 19:37
4
ჩემი აზრით, კვარა რადგან ჰყავს ნაპოლის, ამ ტრანსფერით ნაპოლი უფრო მოიგებს, ვიდრე ოსიმენი. სიმეონესი მაგრად მჯერა, რომ კვარასთან ერთად არანაკლებ მრისხანე დუეტს შექმნის, ვიდრე ოსიმენი ქმნის. ვნახოთ, მთავარია კვარა დარჩეს ნაპოლიში 1-2 წელი მინიმუმ.
D
08 მარტი 2023 18:49
1
ოსიმენს ურჩევნია პსჟ, ვიდრე მანჩესტერი ან/და სხვ. დოღლიგის წარმომადგენელი, სადაც ჩაიკარგება, როგორც შევჩენკო!
ლაშა
08 მარტი 2023 14:37
8
შევჩენკო არსად არ ჩაკარგულა, როცა ინგლისში გადავიდა უკვე კარიერას ასრულებდა. ახალგაზრდა ფორმაში მყოფი შევჩენკო წალეკავდა ინგლისის მცველებს. მაგ დროს იტალია ყველაზე რთული სათამაშო იყო, მითუმეტეს თავდასხმელისთვის. ბოლო 20 წელია და მეტიც პრემიერლიგის გუნდები ვერაფერს აკეთებდნენ, ფერგიუნსონი რომ არ ყოფილიყო მანჩესტერში პრემიერლიგიდან 4ის ნაცვლად 3გუნდი გავიდოდა ლიგაზე. სერ ალექსს ინგლისელებმა ძეგლი უნდა დაუდგან.
შევჩენკო
08 მარტი 2023 21:49
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული