Calciomercato: დე ლაურენტისმა ოსიმენის სატრანსფერო თანხა დაასახელა

AutoSharing Option
Calciomercato "ნაპოლის" თავდამსხმელ ვიქტორ ოსიმენის შესაძლო ტრანსფერზე საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს. კერძოდ, გამოცემა ირწმუნება, რომ ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი კარგი შეთავაზების შემთხვევაში ზაფხულში ნიგერიელს შეელევა:

"მანჩესტერის" მწვრთნელმა ერიკ ტენ ჰააგმა ოსიმენის ხელში ჩაგდება უპირველეს ამოცანად დაისახა; "ჩელსი" ბოლო რამდენიმე დღეა ვიქტორის ტრანსფერის განხორციელების საკითხს დაუბრუნდა და კლუბის მფლობელი ტოდ ბოელი მზადაა ფეხბურთელს ამჟამინდელი 4.5-მილიონევროიანი ხელფასი გაუორმაგოს.

დე ლაურენტისს წინადადებაზე პასუხი უკვე აქვს - 120-130 მილიონი".

ოსიმენმა ამ სეზონში ყველა ტურნირზე 25 მატჩში 21 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა
გააკეთა, transfermarkt-ის მიხედვით კი, მისი ფასი 70 მილიონია.

ადრე დე ლაურენტისმა ოსიმენისა და ხვიჩა კვარაცხელიას გასხვისებაზე განაცხადა, რომ ზოგიერთი შემოთავაზების უარყოფა შეუძლებელია.

altსპალეტი: საქმე თამაშის სტილშია, რომლითაც ვამაყობთ

 

alt"ლაციოს" ხვიჩას შეჩერება კვლავ გაუჭირდება - ჩემპიონობაზე ფიქრი კონცენტრაციის დაკარგვის გარეშე!..

alt"ერთმანეთს პირველივე წუთიდან გავუგეთ" - ოსიმენმა "კვარასა" და გუნდზე ისაუბრა

alt"იმობილე და კავანი მასზე უკეთესები არიან" - ფედელემ ოსიმენი გააკრიტიკა

alt"ნაპოლის" სპორტულ დირექტორს შევხვდი და ასეთი რაღაც მთხოვა..." - მამუკა ჯუღელის ინტერვიუ

მკითხველის კომენტარები / 3 /
ოსიმენს გაყიდიან და გელა ნუგზარაშვილს დაიმატებენ, ხელფასით 1200 ლარი
გენა
14:43 03-03-2023
3
თანამედროვე საფეხბურთო ეპოქის მტაცებლურ სატრანსფერო დახლზე არ არსებობს ფეხბურთელი რომლის ყიდვაც არ შეიძლება მით უმეტეს თუ საქმე ისეთ წუწურაქ საფეხბურთო ფუნქციონერს ეხება როგორიც აურელიო დელაურენტისია. ოსიმენი რომ ამ ზაფხულსვე გაიყიდება ეს ცხადზე ცხადია, ამას ის უმთავრესი არგუმენტიც ამყარებს რომ მისი კონტრაქტი 2024 წელს სრულდება ნაპოლისთან და ბუნებრივია "კრიჟანი" დელაურენტისი ოსიმენს 7 მილიონს არ შეთავაზებს ყოველწლიურ გასამჯელოს ამიტომ ნიგერიელს ბრიტანეთის გზას გაუყენებს თვითონ კი სარფიანად ისარგებლებს. საკითხავი აქ ის არის ვის მიაყოლებს ოსიმენს და თუ ეს ლობოტკა, და კიმიმიც აღმოჩნდა მაშინ კვარაცხელიას ნაპოლიში დარჩენას ყველანაირი აზრი დაეკარგება. რადგან გუნდი ასეთ შემთხვევაში ფაქტიურად დაიშლება და მომდევნო სეზონში მაქსიმუმ ხუთეულისთვის გაიბრძოლოს.
Charley
03:16 03-03-2023
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული