"მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა" - კანავარომ "ნაპოლის" მოთამაშე გამოარჩია

AutoSharing Option
ლეგენდარულმა ფაბიო კანავარომ Il Mattino-სთან "ნაპოლის" მცველის, კიმ მინ-ჯეს შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ კორეელი მისთვის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია.

"რამდენიმე წლის წინ "უდინეზეს" მისი შეძენა ვურჩიე. კიმის თამაშებს თვალს ჯერ კიდევ მაშინ ვადევნებდი, როდესაც ჩინეთის ჩემპიონატში თამაშობდა, თუმცა ლუჩანო სპალეტისთან უდიდესი პროგრესი განიცადა და უფრო დამაჯერებელი გახდა, თითქმის არასდროს ცდება და ყოველთვის სწორად მოქმედებს. ჩემთვის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა", - განაცხადა ფაბიო კანავარომ.

შეგახსენებთ, კიმ მინ-ჯე "ნაპოლის" გასული წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "ფენერბაჰჩედან" შეუერთდა. 26 წლის მცველმა "პარტენოპეის" მაისურით მიმდინარე
სეზონში ჯამში 33 მატჩი ჩაატარა, თავი კი 2 გატანილი გოლითა და 1 საგოლე პასით გამოიჩინა.

altსპალეტიმ და კიმ მინ ჯემ რეკორდები დაამყარეს

alt"ტოტენჰემს" კიმ მინ-ჯაეს შეძენა სურს - კორეელი კონტესთვის პრიორიტეტია

alt"ნაპოლის" მაისურით ყველაზე ცუდი მატჩი ჩაატარა" - ლუჩანო სპალეტიმ კიმ მინ-ჯაეზე ისაუბრა

მკითხველის კომენტარები / 3 /
კიმი მართლაც მაგარი როჟაა სუპერ.ხარივით დგას საჯარიმოში და სახეს ახევს ყველას ,არმეგონა ოდესმე თუ ფეხბურთში მცველი შემიყვარდებოდა
რეზი
18:31 13-03-2023
1
დღესდღეობით, ჩემი აზრით პირველი ცენტრალური მცველია, ვაკვირდები ხოლმე და შეცდომას არ უშვებს, პატარასაც კი. წარმოუდგენელია ასე უშეცდომოდ თამაში. ერთი თამაში ჩააგდო მხოლოდ, ისეთი რომ, არაფერს წყვეტდა, თუ სწორად მახსოვს. ყოჩაღ კიმ!
ლევანი
00:17 14-03-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული