"რეალის" ფეხბურთელებმა მითხრეს, რომ ბრაზილიის ნაკრებს ჩაიბარებს" - ედერსონმა ანჩელოტიზე ისაუბრა

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტისა" და ბრაზილიის ნაკრების მეკარემ, ედერსონ მორაეშმა, მადრიდის "რეალის" თავკაცის, კარლო ანჩელოტის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, კაზემიროსგან, ვინისიუსისა და ედერსონ მილიტაოსგან შეიტყო, რომ მალე "სელესაოს" მთავარი მწვრთნელი სწორედ იტალიელი გახდება.

"კაზემიროს, ვინისიუსსა და მილიტაოს ვესაუბრე. მითხრეს, რომ დიდი ალბათობით, კარლო ანჩელოტი ბრაზილიის ნაკრებს ჩაიბარებს.

ჩემპიონთა ლიგიდან "რეალის" სწრაფად გამოგდებას ვეცდებით, რათა ანჩელოტი ბრაზილიაში რაც შეიძლება სწრაფად ჩავიდეს" - მორაეშის სიტყვებს ფაბრიციო რომანო ციტირებს.

შეგახსენებთ, კარლო ანჩელოტი "სამეფო კლუბში" 2021 წელს დაბრუნდა.

altანჩელოტიმ, მისი აზრით, დღეისთვის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა

alt

"ანჩელოტიმ კვარაცხელიაზე ისაუბრა - ვინისიუსის ფაქტორის გათვალისწინებით, როგორ გამოიყენებს მას "რეალი" - მადრიდული გამოცემა

altცნობილი გახდა, რა შემთხვევაში გაათავისუფლებს "რეალი" ანჩელოტის

მკითხველის კომენტარები / 4 /
მემგონი ერთადერთი მწვრთნელია მსოფლიოში რომელსაც შეუძლია ბრაზილიას მსოფლიო მოგებინოს
შახრუდინი
17:31 24-03-2023
1
კარლო წადი რა ბრაზილიაში და ასწავლე მაგ უნიჭიერეს ზარმაცებს, როგორ უნდა დისციპლინებური თამაში, თორე მგონია ჩემპიონობაში ვიღაცეებიც კი წამოგვეწიენ. ბრაზილიის გულშემაკივარი ვარ ბავშვობიდან და ბოლო ოცი წელია სულ მაგას ვნატრობ რომ ვინე ევროპელი დაენიშნათ მწვრთნელად. და მგონია ამიხდება.
მალხაზ ჯობავა
13:42 22-03-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული