"თვალი ჩამიკრა, მაშინ ძალიან შემრცხვა" - ჯორჯინა როდრიგესმა რონალდოს გაცნობის ისტორია გაიხსენა

AutoSharing Option
პორტუგალიელი ფეხბურთელის, კრიშტიანო რონალდოს მეუღლემ, ჯორჯინა როდრიგესმა, El Hormiguero-სთან ინტერვიუში თანაცხოვრებისა და მომავალი ქმრის გაცნობის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, კრიშტიანო პირველად იმ მაღაზიაში ნახა, სადაც თავად მუშაობდა. ფეხბურთელი იქ შვილთან ერთად მივიდა:

"შვილთან და მეგობრებთან ერთად მოვიდა, ძალიან თავაზიანად იქცეოდა. მაშინვე ვიგრძენი პეპლები მუცელში. შემდეგ ერთ-ერთ ღონისძიებაზე შევხვდით და თვალი ჩამიკრა, მაშინ ძალიან შემრცხვა" - იხსენებს ჯორჯინა.


შეგახსენებთ, რონალდო დღესდღეობით საუდის არაბეთის გუნდ "ალ ნასრში" თამაშობს, სადაც 8 გამართულ შეხვედრაში თავი
9 გოლითა და 2 ასისტით გამოიჩინა.

ლეგენდარული ფეხბურთელი ახლა პორტუგალიის ნაკრებთან ერთად შეკრებაზე იმყოფება, დღეს, 23 მარტს კი, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ლიხტენშტაინს შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 1 /
კონკიას ისტორიაა
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული