"პარი სენ ჟერმენისა" და არგენტინის ნაკრების ვარსკვლავის "ბარსელონაში" დაბრუნების შანსზე სერხიო აგუერომ ისაუბრა.
"ვგრძნობ, რომ ლეოს "ბლაუგრანაში" დაბრუნების შანსი 50/50-ზეა. ვფიქრობ, კარიერა "ბარსელონაში" უნდა დაასრულოს, რადგან მისი სახლი სწორედ ესაა. კატალონიური გუნდის პრეზიდენტმა ლაპორტამ მის უკან დასაბრუნებლად ყველაფერი უნდა გააკეთოს.
თუ ჟოანი სწორ ნაბიჯებს გადადგამს, ვფიქრობ, ლეო უკან დაბრუნდება" - განაცხადა "მანჩესტერ სიტის" ლეგენდამ და "ბარსას" ყოფილმა ფეხბურთელმა.