მონღოლეთის ნაკრები საქართველოს ეროვნულ გუნდთან ჩატარებული ამხანაგური მატჩით (1:6) ძალიან კმაყოფილი დარჩა და მასპინძლობითაც. მათმა იაპონელმა მწვრთნელმა იჩირო ოცუკამ თქვა, რომ ოსტატობის ასამაღლებლად სწორედ ასეთ ძლიერ გუნდებს უნდა შეხვდნენ, მონღოლეთის ჩემპიონატი, ფაქტობრივად, სამოყვარულოა, სიცივის გამო კი 6 თვე თამაში შეუძლებელია.
მოკლედ, საჭირო გამოცდილება მიიღეს და ბათუმში კიდევ ერთ სპარინგს გამართავენ - ამჯერად 28 მარტს ადგილობრივ "დინამოს" დაუპირისპირდებიან. თამაში ჯონი ბაკურიძის სახელობის ანგისის ბაზაზე 15:00 საათზე დაიწყება და დასწრება თავისუფალია.
აჭარული ხაჭაპური დაევასათ