"ნაპოლის" გუნდში უცხოპლანეტელი ჰყავს" - ფედელე აღტაცებულია

AutoSharing Option
"პარმას" ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა და ქართველი გულშემატკივრებისთვის უკვე კარგად ნაცნობმა ენრიკო ფედელემ Radio Marte-ს ეთერში "ნაპოლის" შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, "პარტენოპეის" ვიქტორ ოსიმენის სახით გუნდში უცხოპლანეტელი ჰყავს.

"ოსიმენმა თავისი თამაში მნიშვნელოვნად გააუმჯობესა. მისი ტრავმა? ვიქტორი მცირე ტკივილს გრძნობს. მიუხედავად ამისა, დარწმუნებული ვარ, მაღალ დონეზე თამაში მაინც შეუძლია. ნიგერიელი უცხოპლანეტელია, ის წარმოუდგენლად ძლიერია" - განაცხადა ფედელემ.

შეგახსენებთ, როგორც "ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ განაცხადა, არსებობს შანსი, რომ ოსიმენმა "მილანის" წინააღმდეგ თამაში შეძლოს.

altფედელე: სპალეტი და დე ლაურენტისი ერთმანეთს ვერ იტანენ

alt"დაუბრუნეთ

"იუვენტუსს" 15 ქულა! - ფედელე ხელმოწერების შეგროვებას იწყებს

alt"მეკარეს ფეხით თამაში უნდა შეეძლოს, მას ხასიათიც არ გააჩნია" - ფედელემ ამჯერად მერეტს შეუტია

alt"პირლოს "იუვენტუსი" უფრო ძლიერი იყო, ვიდრე დღევანდელი "ნაპოლი" - ფედელე აგრძელებს

მკითხველის კომენტარები / 2 /
ჯერ კიდევ 2 მარტს,ფედელე,თქვენ მიერ გამოქვეყნებულ წერილში ირწმუნებოდა,რომ ოსიმენს,კავანი და იმობილე სჯობნიან და ჯერ კიდევ ძალიან ბევრი აქვს სასწავლი.ერთ თვეში უკვე უცხოპლანეტელად დაგვიბრუნდა?ამ საკითხს,მეორე მხრიდანაც შეიძლება შევხედოთ:ამ შემთხვევაში,ფედელეს მიაჩნია,რომ იმობილეც,კავანიც და ოსიმენიც,უცხოპლანეტელები არიან.რომელი ვერსიაა სწორი?არ ვიცი,მაგრამ ორივე შემთხვევაში,ბრავო ფედელე!მაგრად პეტელებ!უფრო ზუსტად კი,უკვე შეგვიკიკინა,მისმა ციტირებამ.
სოსო
13:16 07-04-2023
1
მთავარია ამ სეზონში მაგაზე მაგრად და სტაბილურად მსოფლიოში არავინ თამაშობს.უმაგრესი ბურთები აქვს გატანილი და ხვიჩაზეც კარგი პასები გაკეთებული.მოკლედ ჩვენ ხვიჩასთან ერთად ყველაზე მაგარ დუეტს წარმოადგენს როგორც შედეგიანობით ასევე ლამაზი თამაშით.
ამაშია საქმე
17:57 07-04-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული