"როგორ მოვუგეთ "ნაპოლის"? - პიოლიმ "პარტენოპეიზე" ისაუბრა

AutoSharing Option
სერია A-ს 29-ე ტურში "მილანმა" "ემპოლის" უმასპინძლა, შეხვედრა ფრედ 0:0 დასრულდა. "როსონერის" მთავარმა მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან სხვადასხვა თემებზე ისაუბრა და კომენტარი "ნაპოლისთან" დაპირისპირებაზეც გააკეთა. მისი თქმით, ოთხშაბათს "პარტენოპეის" წინააღმდეგ გუნდის შემადგენლობაში გარკვეულ ცვლილებებს გეგმავს.

"არ გაგვიმართლა, პირველი ტაიმი ჩავაგდეთ, ბურთს კარში შესვლა უბრალოდ არ სურდა. მიუხედავად არადამაკმაყოფილებელი შედეგისა, ვგრძნობ, რომ სასურველ ფორმას ვუახლოვდებით. ჩვენი თამაში უკეთესი ხდება.

როგორ მოვუგეთ "ნაპოლის"? ამისთვის განსაკუთრებული არაფერი გამიკეთებია. დარწმუნებული ვარ, "პარტენოპეი" ოთხშაბათს ჩვენ წინააღმდეგ დიდი მოტივაციით ითამაშებს. ვფიქრობ, მეტოქე დიდ პრობლემებს
შეგვიქმნის. რა თქმა უნდა, შემადგენლობაში ცვლილებები იქნება, როგორც დაცვით, ასევე შეტევით ფაზაში.

შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში "მილანისა" და "ნაპოლის" დაპირისპირება 12 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

alt"სპალეტისთვის პასუხის გაცემას არ ვაპირებ" - რა თქვა პიოლიმ ტოსკანელზე

altსპალეტის ახალი თამაში - რაში ამხილა პიოლიმ ტოსკანელი

altპიოლი: ლეაოა უკეთესი თუ კვარაცხელია? - რატომაც არ უნდა გავიმარჯვოთ


მკითხველის კომენტარები / 3 /
სავარუდოდ ხვდება რომ ნაპოლიმ წინა თამაში დაუთმო რადგან თავისი გუნდი რეალურად რომვერ გამოეცადა ნაპოლისთან, რაც სავარაუდოდ სპალეტის ჩანაფიქრია და იმედია მართლა ასე იყო და სულსხვა ნაპოლი გამოვა ლიგაზე
3
სამწუხაროდ ჩანს კვარას გამოკეტვა უფრო გაუიოლდათ მეტოქე მცველებს რატომ? იმიტომ რომ ოსიმენსაც გადაყავდა მინიმუმ 2 მცველი მისი ძალისმიერი პრესინგით ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევდა მათ, ეხლა კი ის გამოთავისუფლებული დამცველებიც კვარაზე გადაერთვენ აბა სიმეონე-რასპადორის ერთი კაციც ყოფნით, ოსის გარეშე ნაპოლი ძალიან ცუდად თამაშობს.
მეორეს მხრივ, შესაძლოა ნიგერიელის არ ყოფნა და ნაპოლის საკვანძო ფეხბურთელების ფორმიდან ამოვარდნა, უბრალოდ, დაემთხვევაა.
თუ ეს მართლაც ასეა, ნაპოლის შანსები მილანთან ვიქტორასთან ერთად, ან მის გარეშეც, მიზერულია.
ფაქტია გუნდში რაღაც მექანიზმი მოიშალა. ნაპოლის შეუძლია "გადაქაჩოს" თუ ერთი ორი საკვანძო ფეხბურთელი არაა, სამი მოთამაშის ფორმაში არყოფნაც კი, მაგრამ იმას რასაც დღეს ვუყურებთ, (ლორენცო, ხვიჩას გამოკლებით) ანუ გუნდის ტოტალურ გამოთაყვანება, ასეთ სიტუაციაში ნებისმიერი გრანდიც აიბლანდება.
მცირე იმედი მაქვს, რომ სპალოს აქვს გადანახული ტოსკანური ჩუმი "ეშმაკური" ჩანაფიქრი.
აბა, ოსის ტრავმა თამაშის დროს არ მიუღია, ზელინსკი და ოლივეირა გუშინ საერთოდ არ გამოაჩინა. (ურუგვაელის მოედანზე რამდენიმე წუთით შემოყვანა, არ ითვლება). და იქნებ ყველა გაგვაოცოს კიდეც ეს მელოტის კარიერაში ყველაზე გადამწყვეტი დაპირისპირებაა და აქ გამოჩნდება მისი ტაქტიკური ნიჭი ან უნიჭობა. მაგრამ
ახლა იმ აზრზე ვარ რომ თუ მილანს გასცდნენ გაჭირვებით მაინც, აი შემდეგ ეტაპზე ვინც არ უნდა შეხვდნენ, საერთოდ, არ შეიმჩნევენ.
Charley
19:23 08-04-2023
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული