მატჩის შემდეგ კამერუნელმა ნახევარმცველმა საკუთარ "ინსტაგრამგვერდზე" თანაგუნდელებს და "ნაპოლის" ქომაგებს მოუბოდიშა.
"მაპატიეთ, ბიჭებო, რადგან დაგაღალატეთ. თქვენი მჯერა, დიდებული გუნდი ვართ, ჩვენ "ნაპოლი" ვართ" - დაწერა ანგისამ საკუთარ გვერდზე.
"პარტენოპეისა" და "მილანის" განმეორებითი მატჩი 18 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება, თუმცა აღნიშნულ მატჩში "ნაპოლის" ყვითელი ბარათების გამო კიმ მინ-ჯე და ზამბო ანგისა ვერ დაეხმარებიან.
"ხვიჩას წინააღმდეგ თამაში სტიმულს მაძლევს" - კალაბრიამ "კვარაზე" ისაუბრა