"მაპატიეთ, ბიჭებო, დაგაღალატეთ" - ზამბო ანგისამ თანაგუნდელებს ემოციურად მიმართა

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის პირველ მატჩში "მილანმა" "ნაპოლის" უმასპინძლა და 1:0 გაიმარჯვა. შეხვედრის 74-ე წუთზე "პარტენოპეის" ნახევარმცველმა ფრანკ-ზამბო ანგისამ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და გააძევეს.

მატჩის შემდეგ კამერუნელმა ნახევარმცველმა საკუთარ "ინსტაგრამგვერდზე" თანაგუნდელებს და "ნაპოლის" ქომაგებს მოუბოდიშა.

"მაპატიეთ, ბიჭებო, რადგან დაგაღალატეთ. თქვენი მჯერა, დიდებული გუნდი ვართ, ჩვენ "ნაპოლი" ვართ" - დაწერა ანგისამ საკუთარ გვერდზე.

"პარტენოპეისა" და "მილანის" განმეორებითი მატჩი 18 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება, თუმცა აღნიშნულ მატჩში "ნაპოლის" ყვითელი ბარათების გამო კიმ მინ-ჯე და ზამბო ანგისა ვერ დაეხმარებიან.

alt"ხვიჩას წინააღმდეგ თამაში სტიმულს მაძლევს" - კალაბრიამ

"კვარაზე" ისაუბრა

alt"გაანიავა საგოლე მომენტი, რომელსაც მატჩის ბედის შეცვლა შეეძლო" - როგორ აფასებს იტალიური მედია "კვარას" თამაშს

altსპალეტიმ ნამატჩევს განაცხადა, რომ ანგისა გასაძევებელი არ იყო, ოსიმენი კი საპასუხო შეხვედრაში უეჭველად ითამაშებს

მკითხველის კომენტარები / 8 /
რომ არ ასაჯის შეცდომა არც გააძევებდნენ! მაგრამ მსაჯობაზე ხმა არ ამოუღუა, უბრალოდ ბოდიშს იხდის. დასაფასებელი და კაცური საქციელია!
Irakli
14:53 13-04-2023
1
შენ კი არა სპალეტიმ დააღალატა გუნდი, მწვრთნელი უნდა მიხვედრილიყო შეცვლის აუცილებლობას
მამუკა
16:42 13-04-2023
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული