გუშინ, 12 აპრილს, ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში, "მილანმა" "ნაპოლის" უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა.
Areanapoli-ს ცნობით, მატჩის დროს ერთმანეთს თანაგუნდელები - მარიო რუი და ფრანკ-ზამბო ანგისა დაუპირისპირდნენ. როგორც გამოცემა წერს, ისინი ჯოვანი დი ლორენცომ გააშველა.
"პირველი ტაიმის ბოლო, ზამბო ანგისასა და მარიო რუის შორის შელაპარაკება მოხდა. მათი დაპირისპირება აქამდე არასდროს გვინახავს. "ნაპოლი" ერთიანი კოლექტივია, ალბათ მათი კამათი დაძაბულობამ განაპირობა. გუნდის კაპიტანმა ჯოვანი დი ლორენცომ ორივე ფეხბურთელი სწრაფად დააშოშმინა" - წერს იტალიური გამოცემა.
"ნაპოლისა" და "მილანის" საპასუხო მატჩი 18 აპრილს, თბილისის დროით 23:00
საათზე გაიმართება, თუმცა შეხვედრას დისკვალიფიკაციის გამო კიმ მინ-ჯე და ზამბო ანგისა გამოტოვებენ.
"მაპატიეთ, ბიჭებო, დაგაღალატეთ" - ზამბო ანგისამ თანაგუნდელებს ემოციურად მიმართა
"მსაჯი ბრწყინვალე იყო" - კაპელომ "მილანისა" და "ნაპოლის" მატჩზე ისაუბრა
"გაანიავა საგოლე მომენტი, რომელსაც მატჩის ბედის შეცვლა შეეძლო" - როგორ აფასებს იტალიური მედია "კვარას" თამაშს
კაცნაკლული "ნაპოლი" "მილანთან" მინიმალურად დამარცხდა - ყველაფერი "დიეგო მარადონაზე" გადაწყდება [VIDEO]