"ზოგიერთი გადაწყვეტილება VAR-ის ვერდიქტის გარეშე მიიღო" - იტალიური გამოცემა კოვაჩშის შესახებ წერს

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში "მილანმა" "ნაპოლის" უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა. ექსპერტებისა და გულშემატკივრების აზრით, შეხვედრის მთავარმა არბიტრმა იშტვან კოვაჩშმა რამდენიმე საკამათო გადაწყვეტილება მიიღო, რამაც მატჩის შედეგზე დიდი გავლენა მოახდინა.

იტალიური გამოცემა La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, კოვაჩშმა ზოგიერთი საკამათო გადაწყვეტილება VAR-ის ვერდიქტის გარეშე მიიღო.

"რუმინელი არბიტრის, იშტვან კოვაჩშის მიერ მიღებულმა რამდენიმე გადაწყვეტილებამ დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. მაგალითად, კალაბრიას ყვითელი ბარათის ეპიზოდში, მას VAR-ის ოთახიდან არანაირი შეტყობინება არ მიუღია, კოვაჩში მითითებებს მხოლოდ თერთმეტმეტრიანის არდანიშვნისა და თამაშგარე მდგომარეობის შესახებ იღებდა." - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ,
"ნაპოლისა" და "მილანის" განმეორებითი მატჩი 18 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

altAreanapoli: მარიო რუი და ზამბო ანგისა ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

altცნობილია, რა ცვლილებებს განახორციელებს სპალეტი "მილანთან" საპასუხო მატჩში

alt"ნაპოლის" მარცხის მიზეზები - ხვიჩას ფაქტორი, სპალეტის უცნაურობები და პროფესიონალიზმის პრობლემები...



მკითხველის კომენტარები / 2 /
ხმა მღაღადებლისა უდაბნოსა შინა. ფიქსირდება შეცდომები და როდესაც ყველაფერი დასრულებულია დასკვნა!
შეცდომებს რა ვუყოთ ან "ვარ"-ი რისთვისაა მოგონილი თუ მასთან არ გაზიარდა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების მართებულობა?!
ლაშა
17:21 13-04-2023
1
მაყუთი კი მოხსნა და ახლა წერეთ და იკითხეთო, ფიქრობს.
გიორგი
23:21 13-04-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული