წყაროს ცნობით, ბერგამოელები დანიელი ფორვარდის სანაცვლოდ 70 მილიონ ევროს ითხოვენ. ჯერჯერობით უცნობია, აპირებენ თუ არა "წითელი ეშმაკები" აღნიშნული თანხის გადახდას, თუმცა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ერიკ ტენ ჰაგის მთავარი პრიორიტეტი შემტევი ხაზის გაძლიერებაა.
"ატალანტამ" ჰოილუნდი გრაცის "შტურმიდან" გასულ წელს შეიძინა. 20 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 25 მატჩი გამართა. თავი კი 7 გატანილი გოლითა და 3 შედეგიანი პასით გამოიჩინა.