"მანჩესტერ იუნაიტედი" "ატალანტას" შემტევით დაინტერესდა

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედი" "ატალანტას" შემტევით რასმუს ჰოილუნდით დაინტერესდა. ამის შესახებ Corriere dello Sport-ი იტყობინება.

წყაროს ცნობით, ბერგამოელები დანიელი ფორვარდის სანაცვლოდ 70 მილიონ ევროს ითხოვენ. ჯერჯერობით უცნობია, აპირებენ თუ არა "წითელი ეშმაკები" აღნიშნული თანხის გადახდას, თუმცა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ერიკ ტენ ჰაგის მთავარი პრიორიტეტი შემტევი ხაზის გაძლიერებაა.

"ატალანტამ" ჰოილუნდი გრაცის "შტურმიდან" გასულ წელს შეიძინა. 20 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 25 მატჩი გამართა. თავი კი 7 გატანილი გოლითა და 3 შედეგიანი პასით გამოიჩინა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული