რუი თუ ოლივეირა? - სპალეტიმ არჩევანი გააკეთა

AutoSharing Option
დღეს, 18 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე, ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის განმეორებით მატჩში, "ნაპოლი" "მილანს" უმასპინძლებს.

Calcionapoli-ს ცნობით, "როსონერისთან" დაცვის ცენტრალურ ხაზში ამირ რაჰმანისა და ხუან ჟესუსის დუეტი ითამაშებს, ფლანგებზე კი მარიო რუი და ჯოვანი დი ლორენცო იმოქმედებენ.

შეგახსენებთ, გუნდებს შორის გამართული პირველი შეხვედრა "მილანის"გამარჯვებით (1:0) დასრულდა.

altპიოლი: "ნაპოლისთან" ჩვენი უპირატესობა მინიმალურია

altსპალეტი: ხვალაც გვსურს გამარჯვების მოპოვება და ტურნირის მოგებაც

altმარიო რუიმ "ნაპოლის" ხელმძღვანელებს ულტიმატუმი წაუყენა

altAreanapoli: მარიო რუი და ზამბო ანგისა ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

მკითხველის კომენტარები / 9 /
მილანი,ჩვეულებისამებრ, მარცხენა ფლანგიდან იქნება ძალიან აქტიური და შესაბამისად,დი ლორენცო წინ ისე აქტიურად ვერ წავა,როგორც ბოლო თამაშებში იყო.ნაპოლიმ სამაგიეროს მარცხენა ფლანგი უნდა დატვირთოს და მაქსიმალურად გამოიყენოს კვარა.ოსიმენის დაბრუნებით,მას მეტი სივრცეები გაუჩნდება და თუ პასებით კარგად მოამარაგეს,ის და ოსიმენი,აუცილებლად დაბომბავენ მილანის კარს.რა თქმა უნდა პოლიტანოს და ლოსანოსაც მაქსიმალურ აქტიურობას დაავალებს სპალეტი,რათა ლეაო-ერნანდესის აქტიურობა,გაანეიტრალოს და წინ თავისუფლად ვეღარ წავიდნენ.ამ ფორმაციაში,ანგისას ალბათ ელმასი ჩაანაცვლებს და არც თუ საუკეთესო ფორმაში მყოფ ლობოტკას და ჟელინსკისთან ერთად მაინც მოახერხეს ბურთზე კონტროლის აღება,ნაპოლის შანსები,კიდევ უფრო რეალური გახდება.კიმის სრუფასოვან შეცვლას,ნაპოლიში ვერავი შესძლებს,მაგრამ თუ ჟირუ არ ეყოლებათ,მაღალ ბურთებზე,შედარებით გაუადვილდებათ ბრძოლა.
სოსო
20:19 18-04-2023
3
მე ვფიქრობ დღეს ოლივეირა დაიწყებს. რადგან ის უფრო კარგი მცველია, შეტევაში ისე კარგად ვერ მოქმედებს როგორც რუი, სანაცვლოდ რუი არაა საიმედო დაცვაში. იმ ფონზე როცა კიმ მინ ჯაე არ ეყოლება ნაპოლის უფრო მეტი დახმარება დაჭირდებათ ცენტრალურ მცველებს. დაცვაში საიმედო კიდევ ოლივეირა უფროა ვიდრე რუი. წარმატებები ხვიჩას. ღმერთი შენსკენ კვარა. დღეს მთელი საქართველო გგულშემატკივრობს.
roma bejanidze
17:11 18-04-2023
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული