ზელინსკი: მატჩის შემდეგ მსაჯებთან მივედი, იცით, რა მითხრეს?

AutoSharing Option
გუშინ, 18 აპრილს, ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში, "ნაპოლიმ" "მილანს" უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა.

მატჩის შემდეგ "პარტენოპეის" ნახევარმცველმა პიოტრ ზელინსკიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა. მისი თქმით, ლოსანოს საჯარიმოში წაქცევის ეპიზოდზე მსაჯებთან ისაუბრა, თუმცა მათ უთხრეს, რომ წესები არ დარღვეულა.

"იყო თუ არა იმ მომენტში თერთმეტმეტრიანი? მატჩის დასრულების შემდეგ მსაჯებთან მივედი და გავესაუბრე. მათ მითხრეს, რომ ლოსანოზე წესები არ დარღვეულა. უბრალოდ არ მესმის, მსაჯებს ყველანაირი პირობები აქვთ, რომ ასეთ სიტუაციებში სწორი გადაწყვეტილებები მიიღონ, თუმცა, ფაქტია, ჩვენს შემთხვევაში ასე არ მოხდა. მომხდარს უნდა შევეგუოთ" -
განაცხადა ზელინსკიმ.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" სერია A-ს მორიგ მატჩს 23 აპრილს "იუვენტუსის" წინააღმდეგ გამართავს.

alt"ნაპოლის" მხრიდან ერთადერთი იყო, ვინც რაღაცის შექმნას ცდილობდა

alt"მარადონას" ბოლო იმედი წაართვა" - როგორ აფასებს იტალიური მედია ხვიჩას თამაშს

altკვარაცხელია: რთულია, როცა ვხედავ ცრემლებს თქვენს თვალებზე და თქვენთვის ბედნიერება ვერ მომაქვს

მკითხველის კომენტარები / 18 /
მილანი-ინტერი!!!ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, ერთმანეთს ერთი ქალაქის ორი გრანდი ხვდება!დიდებული სათაური და აჟიოტაჟის გამომწვევი რეკლამაა,არა?მთელი მსოფლიოს ყურადღება აქეთკენ იქნება მიქცეული და რეკლამის შემოსავლებიც,ძალიან გაიზრდება.სწორედ ეს უნდა იყოს, ორივე მატჩში მსაჯების უცნაური მოქმედებების მიზეზების ახსნა.დღევანდელი ფეხბურთი,პირველ რიგში კომერციაა.ნეაპოლელებმა ამ სეზონში,ზღაპრული ფეხბურთი აჩუქეს ლიგას და ამით უნდა იამაყონ.უფრო მეტის მიღწევას კი,უფრო მეტი გამოცდილება,ფინანსები,ზურგი,გრძელი სკამი და იღბალი სჭირდება.არ ვიცი,სამომავლოდ როგორი იქნება ნაპოლი,მაგრამ დღეს საბოდიშო და თავდასახრელი,მათ არავისთან არაფერი აქვთ.მათ შორის პირველ რიგში,ხვიჩას.თავები ასწიეთ და განაგრძეთ იმის კეთება,რასაც აქამდეც ყველაზე კარგად და ლამაზად აკეთებდით.ულამაზესი,საუკეთესო ფეხბურთის თამაში.
სოსო
13:49 19-04-2023
8
არ მესმის რაა ზოგი ფეხბურთის ცოდნას რომ იბრალებს და მითომ კვარაცხელიას რომ აკრიტიკებს და მილანს და ლეაოს აქებს. უბრალოდ არ მაქვს სურვილი პოლემიკაში შევიდე. შე დალოცვილო ბიჭი ექვსი თვეა დიდ ფეხბურთში შემოვიდა და რა დონეზა ფსოფლიო ალაპარაკა თავის შედეგებით . გამახსენეთ მესის ან რონალდოს თუ ქონდა მასეთი შედეგი
გიორგი
23:00 19-04-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული