ზელინსკი: მატჩის შემდეგ მსაჯებთან მივედი, იცით, რა მითხრეს?

AutoSharing Option
გუშინ, 18 აპრილს, ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში, "ნაპოლიმ" "მილანს" უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა.

მატჩის შემდეგ "პარტენოპეის" ნახევარმცველმა პიოტრ ზელინსკიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა. მისი თქმით, ლოსანოს საჯარიმოში წაქცევის ეპიზოდზე მსაჯებთან ისაუბრა, თუმცა მათ უთხრეს, რომ წესები არ დარღვეულა.

"იყო თუ არა იმ მომენტში თერთმეტმეტრიანი? მატჩის დასრულების შემდეგ მსაჯებთან მივედი და გავესაუბრე. მათ მითხრეს, რომ ლოსანოზე წესები არ დარღვეულა. უბრალოდ არ მესმის, მსაჯებს ყველანაირი პირობები აქვთ, რომ ასეთ სიტუაციებში სწორი გადაწყვეტილებები მიიღონ, თუმცა, ფაქტია, ჩვენს შემთხვევაში ასე არ მოხდა. მომხდარს უნდა შევეგუოთ" -
განაცხადა ზელინსკიმ.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" სერია A-ს მორიგ მატჩს 23 აპრილს "იუვენტუსის" წინააღმდეგ გამართავს.

alt"ნაპოლის" მხრიდან ერთადერთი იყო, ვინც რაღაცის შექმნას ცდილობდა

alt"მარადონას" ბოლო იმედი წაართვა" - როგორ აფასებს იტალიური მედია ხვიჩას თამაშს

altკვარაცხელია: რთულია, როცა ვხედავ ცრემლებს თქვენს თვალებზე და თქვენთვის ბედნიერება ვერ მომაქვს

მკითხველის კომენტარები / 18 /
არ მესმის რაა ზოგი ფეხბურთის ცოდნას რომ იბრალებს და მითომ კვარაცხელიას რომ აკრიტიკებს და მილანს და ლეაოს აქებს. უბრალოდ არ მაქვს სურვილი პოლემიკაში შევიდე. შე დალოცვილო ბიჭი ექვსი თვეა დიდ ფეხბურთში შემოვიდა და რა დონეზა ფსოფლიო ალაპარაკა თავის შედეგებით . გამახსენეთ მესის ან რონალდოს თუ ქონდა მასეთი შედეგი
გიორგი
19 აპრილი 2023 23:00
0
რაო მილანი დაისჯებაო ..?! მსაჯებმა დაეხმარაო და ასე შემდეგ !!! თქვე დალოცვილებო გეთანხმებით რომ პირველი პენალტი არ დადო ლოსანოზე მაგრამ როცა დადო რა ხეირი ამით …(არ შეიძლება რა ეგრე ჯერ ერთი სეზონი არ მიგიყვანია ბოლომდის დაა დაიწყოო …..ვარიანტებიი : მწვანე შპორტულ მაშინა მინდააა , ჩოლი მინდააა , პენალტიი მინდააა …თუ არ იცი თუ არ შეგიძლია რას ეკვახები შენს გარდა 10 კაცია კიდევ მინდორზეე მაგრამ ეს პოკაზუხობაა სისხლში აქვთ რაა …იმედია აწი დაეშვები მიწაზე და ნაკრებშიც ძველი გულით ითამაშებ და მაგ ჩანჩალა ნეაპოლსაც მიიყვან ბოლომდის და გახდები ისეთივე თავდამბალი რაც იყავი …ხომ ნახე რაც გიქნათ ლეაომ მარტომ გაგარღვიათ მთელი გუნდი მან მართლაც მარტომ მოიგო შარშან ჩემპიონატი და შენსგან განსხვავებით მსოფლიოზეც ითამაშა …ასე რომ როდესაც გიძახიან ვინ ჩემი …ლეაო შენ უკეთესი ხარო გატყუეებეენ …აი ეგრე რომ ბურთს ჩაიტან და ცარიელ კარებში მისცემ პარტნიორს პასს და თან გუნდს გაიყვან ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში და კიდევ ნაკრებს რომელიმე დიდ ტურნირზე აი მაშინ შეიდარა თავი ლეაოს ვინისიუსს და სხვა ეგეთებს იმათ კლუბებშიც და ნაკრებებშიც შენზე წინ არიან …შენ ჯერჯერობით ხარ სოფლის გუნდებში ძაან კარგი ფეხბურთელი და რაღაც სტატისტიკის გამო ტყუილად ნუ ითავებ იმას რაც არ შეგიძლია მერამდენე პენალტი გააფუჭე
უკვე ..?!?!?!) ასე რომ მსაჯები ჯანდაბას …უბრალოდ ერთ რამეს რატომ ვერ ხვდებით …?! როდესაც მილანს ედარებით გადახედეთ მილანის ფეხბურთელებს თუ რომელი ნაკრებების წარმომადგელები არიან და რა როლები აქვთ ნაკრებებში ….რა ვი მგონი საფრანგეთის ნაკრები ( აქედან 3 ფეხბურთელი ორი მსოფლიო ჩემპიონი სამივე ძირითადის ფეხბურთელი) იტალიის ნაკრები(2 ფეხბურთელი) ინგლისის,პორტუგალიის, დანიის,ესპანეთის ბოსნიის ნაკრებებიდან ძირითადის ფეხბურთელები და ნაპოლში კი კოსოვოს,სლოვაკეთის,პოლონეთის,ნიგერიის ,საქართველოს , მექსიკის მაკედონიის და იტალიის ნაკრების 2 ფეხბურთელი დანარჩენები კი ნაკრებებშიც ვერ ხვდებიან …ასე რომ ვის ედრებით კლუბების ისტორია კიდევ სულ სხვა თემაა ნაპოლს სკუდეტო აქვს მოგებული ორჯერ და ეგას მთელი
მისი ისტორია მილანს კი 7-ჯერ მხოლოდ ჩემპიონთა ლიგა აქვთ მოგებული ნაპოლიში აქვს ნათამაშები მსოფლიოს დონის ერთადერთ ვარსკვლავს მარადონას ხოლო მილანში აქვს ნათამაშები მსოფლიოს ვარსკვლავთა 90%-ს იბრალოდ დიდი სიის პატარა ნაწილს შეგახსენებთ :გულიტი, ვან ბასტენი, რაიკარდი, ბაჯო, ინძაგი,მალდინი,ბარეზი,რუი კოშტა კაფუ, ზეედორფი,პირლო,კაკა,იბრა,შევა,რონალდინიო,რონალდო ,რივალდო,ბექჰემი,დესაი,ბობანი,ვიერა,ჯორჯ ვეა,დავიდსი,კლიუვერტი,ბირჰოფი,ნესტა,კრესპო,ტიაგუ სილვა მგონი საკმარია)))
მდაა
19 აპრილი 2023 22:31
47
მეც მინდოდა რაღაცის დაწერა ჯიგარო მაგრამ ასპროცენტიანს იძახი და სრულად ვიზიარებ შენს გულისტკივილს. მეც მაგ აზრზე ვარ რომ ეს ბიჭი ამდენი ქებით გამოაშტერს უკვე. მაქსიმუმ 3 წელი მიმიცია მისთვის აგერ იშოვის ეხლა რაღაც ორკაპიკს და ბიზნესმენი გახდება უცებ. მე ვერაფერს საამისოს ვერ ვამჩნევ ამ ბიჭს ასე გასაგიჟებელს. და კოჭებშივე ეტყობა რომ პაკაზუხობა უყვარს. ეს იცის ფულის სიყვარულმა მარტო. თავგადაკლულუბის ფეხბურთზე მაგ ბიჭს არაფერი არ აცხია. აგერ თქქვენ და აგერ მე.
Edinio
21 აპრილი 2023 13:20
4
რა მაგარი კვერცხი ხარ.
გიო
20 აპრილი 2023 18:58
1
ყველა გამოხმაურება
მსაჯების იმედზე არ უნდა იყო. ეს თამაში წაგო არ გამოყენებულმა მომენტებმა ეს იყო კვარს მომენტი როცა ახლოდან ააცილა კარს მერე ზელინსკის კარგი სივრცე კონდა და არ მიუახლოვდ დარტყაა ძან სუსტად,მერე კვარამ პენალტი ვერ გამოიყენა ესენი 100 პროცენტიანი გოლები უნდა ყოფილიყო .. ამდენს შანს მილანი არ მოგცემდა . ნუ მოხდა ის რაც მოხდა ტრაგედია არა ეს ნაპოლის რეკორდია ლიგაზე აქამდე რო მოვიდა.. და იტალიაში უკვე ფაქტიურად ჩემპიონები არიან... უმაგრესი სეზონიაქ კვარს და პირველივე სეზონზე ასეთი შედეგი მარადონას არ ქონია,, ასე რომ სამაყოა ხვიჩა სუპერ.... ლიგა ყოველ წელს არიი და ვნახოთ მერე
ttt
19 აპრილი 2023 20:36
0
მილანი აუცილებლად დაისჯება. სასტიკი იქნება შურისძიება. მსაჯები ყოველთვის ვერ უშველით
x.
19 აპრილი 2023 19:15
3
იტალიაში ყველაზე მეტი გულშემატკივარი ყავს იუვეს საზღვრებს გარეთ მილანს მთელ მსოფლიოში . ფაქტია რომ მსაჯი ორივეგან გადაიხარა მილანის მხარეს . დაჩაგრეს ფაქტია ნაპოლი არ დაინდეს .წინა თამაშში საერთოდ
Offside
19 აპრილი 2023 18:52
1
რა თქმა უნდა ფეხბურთის მამებმა გადაწყვიტეს დუმორჩილებელ და მათ მაკრიტიკებელ ლაურენტისს ნახევარფინალში გზა გადაუკვეთონ უფრო ცნობილი მილანის გუნდით და სწორედ ამაშია პრობლემა, გუნდი რომელიც საჩვენებელ ფეხბურთს თამაშობს და მაყურებელს ემოციებით აღაფრთოვანებს მას ცვლი გუნდით რომლის თამაშს არანაირი სილამაზე და ხიბლი არ აქვს. აფერუმ უეფა მოკალ ფეხბურთი და მკვდარზე ვენოკს გვთავაზობ ნახევარფინალში
Suxumchanin
19 აპრილი 2023 18:27
0
ნაპოლი მილანზე და ინტერზეც ძლიერია ამ სეზონზე,ეს კარგად ჩანს იტალიის ჩემპიონატიდან,მე ვურჩევდი მათ ორი სამი ჟილკიანი მოთამაშე დაიმატონ შემდეგისთვის:გოჩოლეიშვილი,საზონოვი,და მთავარი მიქაუტაძე,
ზაზა
19 აპრილი 2023 18:23
3
ვინც გინდათ შემეჯიბრეთ ხვიჩას გულშემატკივრობაში როცა მისი სახე გამოჩდა ეგრევე მივხვდი რომ არ იყო გამტანი უფრო ცივი გონებით უნდა შესრულებინა და კიდევ ბევრი მომენტების განიავება ნიშნავს მკვლელის ინსტიქტი სჭირდება მიხვედრილი მიხვდება.
კახა
19 აპრილი 2023 17:51
1
რა თქმა უნდა იყო პენალტი, იყო წინა თამაშში მსაჯის აშკარა მიკერძოება, კომეციის თვალსაზრისით უეფას მილანისა და ინტერის თამაში აწყობს, მაგრამ არ იქნებოდა საჭირო ეს შეთქმულებების თეორიები, თუ ნაპოლი გამოიყენებდა ორივე თამაშში საგოლე მომენტებს, თუ გაიტანდა პენალტს, თუ გუნდი ერთადერთ ფეხბურთელს ხვიჩას, რომელსაც ზოგჯერ გამოსდიოდა გარღვევა, მოამარაგებდა პასებით და სპალეტის იდიოტური გადაწყვეტილება, რაც არის ხვიჩას დაცვაში თამაში, არ იქნებოდა. არ შეიძლება მასირებული დაცვის ერთადერთი გამრღვევის დაცვაში სირბილი, ეს ტოტალური ფეხბურთის პაროდიაა, ასეთი ფეხბურთის შემქმნელი რინუს მიხელსი არასოდეს არბენინებდა დაცვაში თავისი გუდის მთავარ თავდასხმელებს, იგი ამას ნახევარდაცვას აიძულებდა.
ჟორა
19 აპრილი 2023 17:23
0
100 % ით. მესი არბენინონ,ისე როგორც კვარასგან ითხოვენ ხან დაცვაში სირბილს და შავ სამუშაოს,მერე როგორ გაიტანს ვნახავთ, ბურთს ფეხსაც ვერ ამოარტყავს.
სვანსკი
23 აპრილი 2023 22:29
0
მილანი-ინტერი!!!ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, ერთმანეთს ერთი ქალაქის ორი გრანდი ხვდება!დიდებული სათაური და აჟიოტაჟის გამომწვევი რეკლამაა,არა?მთელი მსოფლიოს ყურადღება აქეთკენ იქნება მიქცეული და რეკლამის შემოსავლებიც,ძალიან გაიზრდება.სწორედ ეს უნდა იყოს, ორივე მატჩში მსაჯების უცნაური მოქმედებების მიზეზების ახსნა.დღევანდელი ფეხბურთი,პირველ რიგში კომერციაა.ნეაპოლელებმა ამ სეზონში,ზღაპრული ფეხბურთი აჩუქეს ლიგას და ამით უნდა იამაყონ.უფრო მეტის მიღწევას კი,უფრო მეტი გამოცდილება,ფინანსები,ზურგი,გრძელი სკამი და იღბალი სჭირდება.არ ვიცი,სამომავლოდ როგორი იქნება ნაპოლი,მაგრამ დღეს საბოდიშო და თავდასახრელი,მათ არავისთან არაფერი აქვთ.მათ შორის პირველ რიგში,ხვიჩას.თავები ასწიეთ და განაგრძეთ იმის კეთება,რასაც აქამდეც ყველაზე კარგად და ლამაზად აკეთებდით.ულამაზესი,საუკეთესო ფეხბურთის თამაში.
სოსო
19 აპრილი 2023 13:49
8
მილანმა საბოლოო ჯამში აჯობა, მაგრამ ნაპოლის პირველი გოლი რომ გაეტანა, სხვა თამაში წავიდოდა.
Georgian-ს
19 აპრილი 2023 17:44
1
დავით 67-ს.ვითომ?სახლში 0-2 წააგო,თორემ ჩემთვისაც უფრო საინტერესო იქნება.დღევანდელი ინტერი,თავის ორგანიზაციით,გრანდია,ბენფიკაც ტიტულებით გრანდია,მაგრამ დღეს ისიც,გრანდებისათვის ფეხბურთელების მომზადებით და მიყიდვით გამომუშავებული ფულით არსებობს.ასე რომ არა მგონია, ინტერს გასვლაზე ამოუქაჩოს ჩამორჩენა.
სოსო
19 აპრილი 2023 15:53
1
ყველა გამოხმაურება

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული