გუშინ, 23 აპრილს, სერია A-ს 31-ე ტურში, "ნაპოლი" "იუვენტუსს" ესტუმრა და მეტოქე 1:0 დაამარცხა.
Corriere della Sera-ს ცნობით, მატჩის წინ "პარტენოპეის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა გუნდის მთავარ მწვრთნელ ლუჩანო სპალეტის წერილი მისწერა და აცნობა, რომ მისი კონტრაქტის კიდევ 1 წლით ავტომატურად გახანგრძლივებას აპირებს.
"დე ლაურენტისმა სპალეტის მისწერა, რომ მისი კონტრაქტის 1 წლით ავტომატურად გახანგრძლივებას გეგმავს. ლუჩანომ დუმილის ტაქტიკა აირჩია, თუმცა ეჭვგარეშეა, რომ ტოსკანელი ამ შეთავაზებას მიიღებს, რადგან "ნაპოლიდან" წასვლას არ გეგმავს" - წერს გამოცემა.
შეგახსენებთ, "ნაპოლი" სერია A-ს 78 ქულით
ლიდერობს. "პარტენოპეის" ჩემპიონობის მოსაპოვებლად 5 ქულა სჭირდება, თუმცა არსებობს შანსი, რომ სპალეტის გუნდმა სკუდეტო მომდევნო ტურშივე გაინაღდოს, იმ შემთხვევაში, თუ ნეაპოლელები "სალერნიტანას" დაამარცხებენ და "ლაციო" "ინტერთან" გამარჯვების მოპოვებას ვერ შეძლებს.
რა რეაქცია ჰქონდა ლუჩანო სპალეტის "კვარას" გამოუყენებელ მომენტზე
მოკრძალებული ლუჩანო სპალეტი - რა მანქანით მივიდა იტალიელი გუნდის ვახშამზე? [PHOTO]
"ნაპოლის" მაისურით ყველაზე ცუდი მატჩი ჩაატარა" - ლუჩანო სპალეტიმ კიმ მინ-ჯაეზე ისაუბრა