"ვისი დამსახურებით მოიგებს "ნაპოლი" სკუდეტოს?" - კანავარომ განმარტა

AutoSharing Option
მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ, ფაბიო კანავარომ, La Gazzetta dello Sport-თან ინტერვიუში "ნაპოლის" შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, "პარტენოპეის" წინა ორ ჩემპიონობაში ყველაზე დიდი წვლილი დიეგო მარადონას მიუძღვის, თუმცა წელს სპალეტის გუნდმა ეს კოლექტიურად მოახერხა.

"ხვიჩა კვარაცხელიაც და ვიქტორ ოსიმენიც უდავოდ ძლიერი ფეხბურთელები არიან, თუმცა სკუდეტო მოიგო გუნდმა და არა ამ ორმა მოთამაშემ. მაგალითად, ქართველმა და ნიგერიელმა "იუვენტუსთან" კარგი შეხვედრა ვერ ჩაატარეს, მატჩის ბედი კი რასპადორიმ და ელმასმა გადაწყვიტეს.

ლუჩანო სპალეტიმ შეძლო და შექმნა გუნდი, რომელიც არა მხოლოდ ეფექტურად თამაშობს, არამედ გამარჯვებულის მენტალიტეტიც
აქვთ.

რაც შეეხება "ნაპოლის" ჩემპიონობას გასულ წლებში, ვფიქრობ, რომ ამაში მთავარი წვლილი დიეგო მარადონას მიუძღვის" - განაცხადა კანავარომ.


altთუ ხვიჩა "ნაპოლიში" დარჩა - როგორ უნდა იყოს გუნდი ძველებურად ამბიციური და რა რესურსი არსებობს?

altალეგრის თანაშემწემ სპალეტის განავალი უწოდა

მკითხველის კომენტარები / 8 /
იგივე ნაპოლი იყო წინა და წინის წინა სწზონშიც მაგრამ სკუდეტო არ მოუგიათ, ახლა განსხვავება არის რომ ამ სეზონსი თამაშობს კვარა და სხვაობაც სახეზეა, სკუდეტოს იგებს ნაპოლი
foodboll
14:40 26-04-2023
8
ინსინე და მერტენსი პლუს კულიბალი, ასე გულმავიწყია კაცობრიობა? როცა ნაპოლი ჩამოწერეს და ამ დროს ხვიჩას ეფექტით მიუღწეველს მიაღწიეს,დღეს თურმე არაფერი განსაკუთრებულიო საინტერესო ფაქტია..
აი ფაქტია ისიც რომ კვარაცხელიას ასეთი დატვირთული სეზონი არასდროს ქონია, მართალია იტალიის თასზე არ უთამაშია მაგრამ სერია ა და ჩემპიონთა ლიგა გაუფერადა ნაპოლის.. სეზონის მოწურულს დაღლა დაეტყო და ეს ნორმალურია ჯერ ნეაპოლელი კვარაცხელია 1 წლისაც არ არის და რაც უფრო დრო გავა მით უკეთეს ვიხილავთ, შეიმუშავებს იმუნიტეტს რომ ძალები დაზოგოს და მთელი სეზონი მაღალ დონეზე ჩაატაროს.მას გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვს და ამას ვერავინ უარყობს!!
ეს ყველაფერი ნორმალურია როცა ეცდებიან ის გატეხონ ვირთხებმა,რაც მეტია წარმატების კოეფიციენტი მით მეტია ბოღმა და წინააღმდეგობა აბა ჩემზე და შენზე არავინ იტყვის არაფერს არც ცუდს და არც კარგს იმიტომ რომ გიფსოკარდონის მოხელე ვარ))
ასე რომ მეგობრებო დატკბით და არ ინერვიულოთ კვარა ძლიერი პიროვნებაა!!კიდევ არავის საქმე არაა მერსედესით ივლის თუ მაზერატით მას მისი შრომით და ოფლით ააქვს ეს ყველაფერი ,ჯობს ინტრიგნებმა წინდები მოკერონ ფეხის თითზე რო აქვთ გარღვეული ზაფხული მოდის და არ შერცხვეთ ტეხავს)))
შავი კაცი
16:42 26-04-2023
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული