"ნაპოლისა" და "სალერნიტანას" მატჩი შესაძლოა გადაიდოს - რას ითხოვს ნეაპოლის მუნიციპალიტეტი

AutoSharing Option
სერია A-ს პრეზიდენტმა ლორენცო კაზინიმ განაცხადა, რომ "ნაპოლისა" და "სალერნიტანას" 29 აპრილს დაგეგმილი მატჩი შესაძლოა გადაიდოს და 30 აპრილს "ინტერისა" და "ლაციოს" დაპირისპირების პარალელურად ჩატარდეს, იმ შემთხვევაში, თუ შეხვედრა საზოგადოებრივ წესრიგს საფრთხეს შეუქმნის.

ნეაპოლის მუნიციპალიტეტმა აღნიშნული მატჩის გადადება უკვე მოითხოვა. La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ჯერჯერობით საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის. 

შეგახსენებთ, "ნაპოლი" სერია A-ს 78 ქულით ლიდერობს. "პარტენოპეის" ჩემპიონობის მოსაპოვებლად 5 ქულა სჭირდება, თუმცა არსებობს შანსი, რომ სპალეტის გუნდმა სკუდეტო მომდევნო ტურშივე გაინაღდოს, იმ შემთხვევაში, თუ ნეაპოლელები "სალერნიტანას"
დაამარცხებენ და "ლაციო" "ინტერთან" გამარჯვების მოპოვებას ვერ შეძლებს.

alt"ის ჩვენი კვარაცხელიაა" - ბარის მერის განცხადება

altTuttosport: ქართველები ნეაპოლური "აქცენტებით" - მიქაუტაძე კვარაცხელიას ნაკვალევზე





მკითხველის კომენტარები / 3 /
ეგ თამაში უნდა დაამთხვიონ ინტერი - ლაციოს თამაშს. გამარჯვებული თამაშის შემდეგ უნდა აზეიმო ჩემპიონი და არ უნდა ალოდინო ერთი დღე სხვა შედეგზე. ჩემპიონი გინდი იმსახურებს აღნიშნოს ეიფორიაში მყოფი გულშემატკივრებით.
G.LA
12:47 27-04-2023
3
უნდა გადაიდოს აუცილებლად. სულ სხვა ემოციაა საფინალოს სასტვენისთანავე რო ხდები ჩემპიონი, ვიდრე ტვში რო ელოდები ლაციო ინტერის დასრულებას. ნაპოლი იმსახურებს ამას, ჩვენი ბიჭი იმსახურებს აპლოდისმენტებით გავიდეს მინდვრიდან ჩემპიონის რანგში
ლადო
12:31 27-04-2023
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული