
"ჩემთვის სეზონის საუკეთესო მოთამაშე ლობოტკაა. წარმოუდგენელი ტალანტი აქვს, მოედანზე სიმშვიდეს ინარჩუნებს. დე ლაურენტისს სკუდეტოს მოგება ყოველთვის სურდა. ალბათ ახლა უბედნიერესია, მასთან პრობლემები არასდროს მქონია.
ვაპირებ თუ არა სეზონის ბოლოს კარიერის დასრულებას? არ ვიცი, ამის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია" - განაცხადა ჰამშიკმა.
შეგახსენებთ, სლოვაკი ფეხბურთელი "პარტენოპეის" ღირსებას 2007/19 წლებში იცავდა.