"სალერნიტანასთან" საბედისწერო შეცდომა დაუშვა" - იტალიის ნაკრების ყოფილი მცველი სპალეტიზე

AutoSharing Option
სერია A-ს 32-ე ტურში გათამაშების ლიდერი "ნაპოლი" "სალერნიტანას" დაუპირისპირდა. შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა. იტალიის ნაკრების ყოფილმა მცველმა დანიელე ადანიმ აღნიშნული მატჩი შეაფასა. მისი თქმით, "პარტენოპეის" მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ მატიას ოლივერას გაყვანით საბედისწერო შეცდომა დაუშვა.

"ნაპოლიმ" კარგად ითამაშა. მათ ყველაფერი გააკეთეს, რომ წარმატებისთვის მიეღწიათ.

სპალეტიმ ტაქტიკურად მხოლოდ ერთი შეცდომა დაუშვა, რაც "პარტენოპეისთვის" საბედისწერო აღმოჩნდა. მიუხედავად ამისა, ნეაპოლელებმა მატჩის ბოლოს არაერთი მომენტი შექმნეს და ბევრი იბრძოლეს" - განაცხადა ადანიმ.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" სერია A-ს სატურნირო ცხრილში 79 ქულით 1-ელ ადგილს იკავებს. "პარტენოპეი"
მომდევნო მატჩს 4 მაისს "უდინეზეს" წინააღმდეგ გამართავს.

altგაირკვა, რამდენი ქულა აშორებს "ნაპოლის" სკუდეტომდე

alt"ნაპოლიმ" გამარჯვება ხელიდან გაუშვა და მისი საჩემპიონო ზეიმი გადაიდო [VIDEO]

alt"ჩემი ყველა მოთამაშე უკეთესია, ვიდრე ოჩოა" - რა თქვა სპალეტიმ "სალერნიტანასთან" მატჩის შემდეგ

მკითხველის კომენტარები / 17 /
ე ბიჭო გეყოფათ ეს ხვიჩას დაცვა რა, ვინც ვაკრიტიკებთ მტრები კი არ ვართ, ჩვენც გვიყვარს ეს ბიჭი და გული შეგვტკივა, მაგრამ ეს ხვიჩა არ არის ის ვინც იყო თავიდან, თითქოს ჟილკა აკლია, აღარ აქვს ის სისწრაფე, იმპროვიზაცია, 2 ჯერ გააკეთა ფინტი მთელი თამაში, დანარჩენი მიცემდნენ პასს და მალევე აბრუნებდა, ძირითადად მცველები მარტივად ანეიტრალებდნენ, პასებს რაც შეეხება მაღალ ბურთს ვეღარ აწვდის წესიერად თითქოს ფეხებში ძალა არ აქვსო, უბურთოდ მოძრაობაშიც ძაან მოიკოჭლებს, მოკლედ ჩაეძინა თითქოს მოედანზე აღარაა ისეთი მონდომებული და სწრაფი, მცველი უკან უდგას ესეც დგას და ისე ელოდება პასს რო გაექცეს და ისე გაეხსნას თავის გუნდელს არ მინახია რამდენი ხანია. რავიცი მე სანაკრებო პაუზიდან მოყოლებული ძაან არ მომწონს ამ ბიჭის თამაში.
ზურა
13:29 01-05-2023
12
ხოო აპა, ნუ გაქვს შენ ცუდი ენა, კვარამ ოსიმენი ვერ დააზღვია, ეს იყო და ეს. მცველივით რომ გაკიდებოდა ასე თავისუფლედ ვეღარ დაარტყავდა და იქნებ გოლიც არ ყოფილიყო. და საერთოდ რა უნდოდათ ამ დროს აქ ცენტრფორვარდებს? ამაზე რატომ არ ამბობ? სად იყვენ მცველები? კონტრშეტევა თუ იცის სპალეტიმ, როგორ ხდება? კვარა და ოსიმენი მოედნის ცენტრში უნდა ტრიალებდონ და მოგერიებული ბურთით კონტრშეტევა განახორციელონ. ვერ ვასწავლე ამ კაცს თამაშის სტრატეგია და ტაქტიკა. ვინ გაიგონა 11 კაცით დაცვაში ჩადგომა? მაშინ ხომ მოწინააღმდეგეც 11 კაცით გიტევს და ყველა მოგერიებული ბურთი მისია?
ჟორა გაბრიჭიძე
12:11 01-05-2023
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული