რონალდო, მესი, ფედერერი და სხვა - 10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენი მსოფლიოში

AutoSharing Option
ჟურნალმა Forbes-მა მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენების რეიტინგი შეადგინა.

რეიტინგის ფორმირებისას გათვალისწინებული იყო სპორტსმენების მიერ 2022 წლის 1-ელი მაისიდან 2023 წლის 1-ელ მაისამდე მიღებული ხელფასი, ყველა საპრიზო თანხა და პრემია.

"ალ-ნასრის" თავდამსხმელი კრიშტიანო რონალდო გახდა ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენი, რომლის ერთობლივი შემოსავალი 12 თვის განმავლობაში 136 მილიონი დოლარია.

პსჟ-ის ფეხბურთელები ლიონელ მესი და კილიან მბაპე 130 და 120 მილიონი დოლარით შესაბამისად მეორე და მესამე ადგილზე არიან.

1) კრიშტიანო რონალდო (ფეხბურთი) - 136 მილიონი დოლარი
2) ლიონელ მესი (ფეხბურთი) - 130 მილიონი დოლარი
3) კილიან მბაპე (ფეხბურთი) - 120 მილიონი დოლარი
4) ლებრონ ჯეიმსი (კალათბურთი) - 119,5 მილიონი დოლარი
5) საულ ალვარესი (ბოქსი) - 110 მილიონი დოლარი
6) დასტინ ჯონსონი (გოლფი) - 107 მილიონი დოლარი
7) ფილ მიკელსონი (გოლფი) - 106 მილიონი დოლარი
8) სტეფ კარი (კალათბურთი) - 100,4 მილიონი დოლარი
9) როჯერ ფედერერი (ჩოგბურთი) - 95,1 მილიონი დოლარი
10) კევინ დურანტი (კალათბურთი) - 89,1 მილიონი დოლარი
მკითხველის კომენტარები / 4 /
ეს ხელფასები/საპრიზო თანხა ვერ იქნება. როჯერ ფედერერს, მიუხედავად იმისა, რომ ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ჩოგბურთელია, ბოლო წლის განმავლობაში საერთოდ არ უთამაშია და 2022 წლის სექტემბერში პროფესიული კარიერის დასრულების გადაწყვეტილება გამოაცხადა. ასე რომ მის შემთხვევაში ის 94 მილიონი მხოლოდ სარეკლამო და სხვა შემოსავლები შეიძლება იყოს. ალბათ, სხვების მონაცემებშიც, რეკლამის შემოსავლებია ჩართული. მაგალითად, მესის დიდი თანხა ჩიპსების რეკლამიდან შედის
ზვიად კირტავა
08:01 29-06-2023
0
გამოდირ კვარამ 130 წელი უნდა ითამაშოს დღევანდელ დონეზე ნაპოლში რომ რონალდოს ერთი წლის ხელფასის ოდენობის თანხა გამოიმუშაოს.....
ციმაკო
14:25 24-05-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული