სპალეტისთვის ბრძოლაში ფავორიტი გამოიკვეთა

AutoSharing Option
"ნაპოლის" მთავარი მწვრთნელის ლუჩანო სპალეტის მომავალი ჯერჯერობით გაურკვეველია. როგორც მოგახსენეთ, ტოსკანელი სპეციალისტი კლუბის პრეზიდენტისგან, აურელიო დე ლაურენტისისგან წამყვანი ფეხბურთელების შენარჩუნებასა და ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე აქტიურობას ითხოვს.

Sky Sports-ის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ სპალეტი "პარტენოპეის" დატოვებს, მისი გადაბირების ყველაზე დიდი შანსი "ტოტენჰემს" აქვს, გარდა "დეზებისა", 64 წლის სპეციალიტს მეორე ლონდონური კლუბი "ჩელსიც" იწვევს.

შეგახსენებთ, ლუჩანო "ნაპოლის" სათავეში 2021 წელს ჩაუდგა და "პარტენოპეის" 33-წლიანი პაუზის შემდეგ სკუდეტო მოაგებინა.

altსაქმე ფულს არ ეხება - რატომ არ სურს სპალეტის "ნაპოლიში" დარჩენა

alt“ასე უყვარს სპალეტის

ხვიჩა” - რა ვიდეოს აქვეყნებს Spezianapoli

altთუ სპალეტი წავა - დე ლაურენტისს მთავარი მწვრთნელის პოსტზე 3 კანდიდატურა ჰყავს

მკითხველის კომენტარები / 7 /
ქართველებმა დიდი მადლობა უნდა გადაუხადოთ სინიორ ლუჩანოს რომელმაც ისეთი გუნდი გააკეთა სადაც ჩვენმა ხვიჩამ გაიბრწყინა და საქართველოში ფეხბურთის სიხარული დააბრუნა.თანაც ნაკლებად ვარსკვლავური გუნდით.
ამაშია საქმე
11:16 10-05-2023
2
ამ ყველაფერს ისეთი პირი უჩანს წუწურაქი ლაურენტისი არაა ამბიციური პროექტის გამგრძელებელი. აგერ სპალეტის ტოტენჰემი ითანხმებს 3 ჯერ მეტი ხელფასით ვიდრე ნაპოლში აქ. ეგერ ოსიმენი თავისი აგენტით პარიზს ეწვია ნეტა რატომ? 150 მილიონსაც გაიქნევენ შეიხები და ნიგერიელიც იქ გადაბარგდება. სპალეტიმ პრესის მეშვეობით უკვე დაუნამიოკა პრეზიდენტს. ოსიმენი, და კვარა არ გაუშვა თორემ მეც წავალო, იმიტომ რო იცის მათი წასვლით გუნდის შეტევით პოტენციალი ჩამოიშლება და ბუნებრივია არ სურს მე-5, მე-6 ადგილებისთვის მებრძოლი უამბიციო გუნდის მწვრთნელობა, მითუმეტეს ასეთი ფურორის შემდეგ. და თუ ეს მართლაც ასე მოხდა და ყველა ლიდერი წავიდა ტოსკანელთან ერთად რისი შანსიც დღითიდღე იზრდება. დროა კვარას აგენტმა თადარიგი აქედანვე დაიჭიროს და პოტენციურად ჭაობში აღმოსაჩენი ნაპოლიდან ნებისმიერი წინადადება განიხილოს. ლობოტკა პოლიტანო და ელმასი კი ვნახავთ რა ტიტულებს "ჩამოკიდებს" გაქსუებულ, სულით მერჩენთ აურელიო დელაურენტისს.
Charley
12:32 10-05-2023
2

სიახლეები პოპულარული