"თუ "ნაპოლიდან" არ წახვალ, პიოლის ბედს გაიზიარებ" - ფედელემ სპალეტის მიმართა

AutoSharing Option
"პარმას" ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა და საფეხბურთო აგენტმა ენრიკო ფედელემ Radio Marte-ს ეთერში "ნაპოლის" მთავარი მწვრთნელის ლუჩანო სპალეტის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, 64 წლის ტოსკანელმა სპეციალისტმა სეზონის ბოლოს "პარტენოპეი" აუცილებლად უნდა დატოვოს.

"თუ დე ლაურენტისი სპალეტისთან შეთანხმებას ვერ მიაღწევს, ცხადია "ნაპოლი" ბევრს დაკარგავს, კინოპროდიუსერი ამ შემთხვევაში ავტოგოლს გაიტანს. თუმცა მე რომ სპალეტი ვიყო, "პარტენოპეის" აუცილებლად დავტოვებდი, წინააღმდეგ შემთხვევი ტოსკანელი გარისკავს და სტეფანო პიოლის ბედს გაიზიარებს", - განაცხადა ფედელემ.

შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში "ნაპოლიმ" სკუდეტოს მოგება 33-წლიანი პაუზის შემდეგ მოახერხა.

alt"ხვიჩა გუნდისთვის არ

თამაშობს" - ფედელემ "კვარა" კიდევ ერთხელ გააკრიტიკა

alt"თუ "ნაპოლი" სკუდეტოს მოიგებს, იცით, რას ვიზამ?" - ფედელემ პირობა დადო

alt"მართლა ფიქრობთ, რომ ლობოტკა იდეალურია?" - ფედელემ სლოვაკი გააკრიტიკა

მკითხველის კომენტარები / 6 /
ეჰ, ამას ისევ ჩაურთეს ინტერნეტი...
ეს პრაფესორი, ლურჯად როდის იღებავს თმებს ნაპოლის გაჩემპიონებასთან დაკავშირებით?

ლევანი
13:33 15-05-2023
2
უნდა წავიდეს ისე იძახიან თითქოს რიგი უდგას გრანდების, ერთი ამის შემოტრიალებული თამაში თუ გინახავთ, ან როცა გუნდი აგებდა თუ შეუტანია რამე ცვლილებები თამაშში და გაუმარჯვნია, საშუალო დონის მწვრთნელია რომელსაც ამ წელს მაგრად გაუმართლა, გამოაკელით კვარას გოლები და საგოლე გადაცემებით გასული გოლები და დაითვალეთ ნაპოლის ქულები, შეიძლება ოთხეულშიც ვერ მოხვედრილიყვნენ და ლიგის ჯგუფშიც ჩარჩენილიყვნენ
მამუკა
00:15 16-05-2023
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული