"რომ მცოდნოდა რუსეთი მსგავს რამეს იზამდა, ამ ქვეყანაში არასდროს ვითამაშებდი!" - რაკიცკიმ "ზენიტში" გატარებულ პერიოდზე განმარტება გააკეთა

AutoSharing Option
დონეცკის "შახტარის" მცველ იაროსლავ რაკიცკის ჟურნალისტებმა ჰკითხეს, რას იტყოდა იმის შესახებ, რომ წარსულში რუსული "ზენიტის" ღირსებას იცავდა.

"პირველ რიგში ვიტყვი, რომ ფეხბურთელი ვარ. ფეხბურთი ჩემი სამსახურია და რუსეთშიც სწორედ ამას ვაკეთებდი.

2022 თებერვალში კი კონტრაქტი გავწყვიტე და სამშობლოში დავბრუნდი - ჩემი პასუხიც ესაა.

თუ მეცოდინებოდა, რომ მსგავსი რამ შესაძლოა მომხდარიყო, რუსეთში სათამაშოდ არასდროს წავიდოდი!

მგონია, რომ 2022 წლის თებერვლამდე ამას ბევრი ვერ
მოიფიქრებდა.

მუნდიალი რუსეთში ჩატარდა, ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის ამ ქვეყანას უნდა ემასპინძლა... ბევრი უკრაინელი ცხოვრობდა და მუშაობდა რუსეთში, ქვეყნები
ერთმანეთში ვაჭრობდნენ...

ახლა აქ ვარ, ჩემს საშომბლოში, ჩემს ხალხთან და ყველაფერზე პასუხი სწორედ ესაა", - ციტირებს რაკიცკის სიტყვებს "შახტარის" ოფიციალური საიტი.

ინფორმაციისთვის, რაკიცკი, "ზენიტში" 2019/22-წლებში ბურთაობდა, ომის დაწყების შემდეგ თურქულ "ადანა დემირსპორში" გადავიდა, 2023 წლიდან კი მშობლიურ "შახტარს" დაუბრუნდა.
მკითხველის კომენტარები / 14 /
აბა ბიჭოს აბა,აქამდე არ იცოდი რუსეთი რაც იყო,ახლა დაინახე მათი სახე.
გეგი
13:51 18-05-2023
12
შეცდომას ყველა უშვებს,უშეცდომო არავინაა,მთავარია მიხვდა,ახსნა და ნანობს.შეცდომაც გამოასწორა.ტიმოშჩუკს რა ჯანდაბა დაემართა.ტიპი უკრაინული ფეხბურთის ლეგენდაა ყველაზე მეტი მატჩით ნაკრებში ისეც და კაპიტნის რანგშიც...
Master
13:23 18-05-2023
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული