"ნაპოლი" 18 წლის თურქ შემტევში 50 მილიონს იხდის

AutoSharing Option
"ნაპოლი" "ფენერბაჰჩეს" 18 წლის შემტევის, არდა გულერის გაფორმებასთან ახლოსაა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული გამოცემა Fanatic-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, "პარტენოპეი" მზადაა, გულერის სანაცვლოდ 50 მილიონი ევრო გადაიხადოს.

გამოცემა იმასაც წერს, რომ ტრანსფერი პრაქტიკულად გადაწყვეტილია და 18 წლის ფეხბურთელი "ნაპოლის" სეზონის დასრულების შემდეგ შეუერთდება.

არდა გულერი "ფენერბაჰჩეს" აკადემიის აღზრდილია, მიმდინარე სეზონში კი სტამბოლური კლუბის მაისურით ყველა ტურნირზე 31 მატჩი გამართა, თავი კი 6 გატანილი გოლითა და 5 საგოლე პასით გამოიჩინა.
მკითხველის კომენტარები / 14 /
თავის დროზე რუსეთის ჩემპიონატის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელში 30 მილიონი არ გადაიხადეს ბევრიაო და ახლა თურქეთის ჩემპიონატიდან ვიღაც ლაწირაკში 50 მილიონს იხდიან?!
რიკი
21:51 19-05-2023
2
ეს ისეთი ტალანტია როგორც აქ გიირგი ჭანტურია იყო. ვიღაც თინეიჯერი სოფლის ორღობეში ორ კაცს გაცდება, ერთ გრძელ პასს გააკეთებს, ერთს შორიდან დაარყამს და ამომავალი ვარსკვლავის იარლიყი უკვე გარანტირებული აქვს. ტალანტი იყო კვარა, მბაპე, ჰალანდი და კიც დაამტკიცეს გაცემული ავანსები. ვნახე ამის ჰაილაითები და ეს გულერი კარგად შეფუთული ივან კრასიჩია, აგერ ნახავთ როგორ გაფლოპებული დარბის დოღის ცხენივით 100 მილიონ $ მუდრიკი, ისე ირბენს ესეც.
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული