ცნობილია, რომელ ორ სპეციალისტს შორის გააკეთებს არჩევანს "ტოტენჰემი"

AutoSharing Option
"ტოტენჰემი" კვლავ მთავარი მწვრთნელის ძიებაშია. მოგეხსენებათ, "დეზები" იულიან ნაგელსმანის კანდიდატურას აქტიურად განიხილავდნენ, თუმცა მხარეებმა შეთანხმება ვერ მოახერხეს.

The Telegraph-ის ინფორმაციით, ლონდონური კლუბი არჩევანს ლუის ენრიკესა და არნე სლოტს შორის გააკეთებს.

ენრიკე კატარის 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ უმუშევარია, სლოტი კი "ფეინოორდის" მთავარი მწვრთნელია.

"ტოტენჰემი" პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში 57 ქულით მე-7 ადგილს იკავებს და ევროპა ლიგაზე გასასვლელად იბრძვის.
მკითხველის კომენტარები / 1 /
პოჩეტინოზე მაგრად ჯერ არავის უნუშავია
გიო
16:58 23-05-2023
0

სიახლეები პოპულარული