ევროპულ გრანდებს ვილფრიდ ზაჰას დამატება სურთ

AutoSharing Option
"კრისტალ პალასის" ლიდერი ვილფრიდ ზაჰა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "არწივებს" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.

კოტ-დივუარის ნაკრების შემტევმა ბრიტანულ კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი განაცხადა.

ესპანური გამოცემა Mundo deportivo-ს ცნობით, ზაჰას დამატება "არსენალს", "ბარსელონას", "იუვენტუსს", "მარსელსა" და "ჩელსის" სურთ.

ჯერჯერობით უცნობია, რომელ მათგანს აირჩევს 30 წლის შემტევი.

შეგახსენებთ, ზაჰამ მიმდინარე სეზონში პრემიერლიგაში 27 მატჩი გამართა, თავი კი 7 გატანილი გოლითა და 2 საგოლე პასით გამოიჩინა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
რაღა დროს ზაჰაა თუ ძმა ხარ
ლშა_იუვენტინო
11:34 21-05-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული