"ჩამოდით ბახმუტში - ეს "ბარსელონას" ფეხბურთელების სამარცხვინო საქციელია" - უკრაინის ფეხბურთის ასოციაცია

AutoSharing Option
უკრაინის ფეხბურთის ასოციაცია "ბარსელონას" ფეხბურთელების, ალექს ბალდესა და სერხი რობერტოს სკანდალურ ვიდეოს სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა, რომელშიც ისინი რუს გულშემატკივრებს მხარდაჭერისათვის მადლობას უხდიან:

"თუ "ბარსელონას" ფეხბურთელები ასე ოცნებობენ რუს ქომაგებთან შეხვედრაზე, ამის გაკეთება ბახმუტის რაიონში, მარინკაში ან ავდეევკაში შეუძლიათ. ან მოინახულონ უკრაინის სხვა დასახლებული პუნქტები და ცხადად იხილონ, რას დაამსგავსეს მშვიდობიანი ქალაქები, საცხოვრებელი სახლები, საბავშვო ბაღები, სპორტული სკოლები და სტადიონები რუსეთიდან მათმა შეიარაღებულმა თაყვანისმცემლებმა.

რუს გულშემატკივრებთან ფლირტის დაწყებამდე, უმჯობესი იქნება, დაინტერესდნენ უკრაინაში რუსების მიერ დახოცილი უკრაინელი ბავშვების რაოდენობით. ეს 480-ზე მეტი
ბავშვია, რომლებსაც ასევე შეეძლოთ ჰქონოდათ წარმატებული საფეხბურთო კარიერა ან ეგულშემატკივრათ საყვარელი კლუბებისთვის.

ქვეყანა-აგრესორი სრულ იზოლაციაში უნდა დარჩეს, ვიდრე არ მიიღებს პასუხს თავისი დანაშაულობების გამო. გვჯერა, ევროპული საფეხბურთო საზოგადოება "ბარსელონას" ფეხბურთელების სამარცხვინო საქციელს ადეკვატურად შეაფასებს და ჩვენ ამის მაგალითებს უკვე ვხედავთ".

მკითხველის კომენტარები / 22 /
ამათ ხო შაიკიკინეს მსოფლიო უკრაინით არ იწყება და არც მთავრდება გაიგეთ მაგრა კიდიხართ ევროპას.მაგათ თავიანთი მიზნები აქვთ....
ზორო
23 მაისი 2023 21:32
65
როგორც ყველაფერი არ იჭმევა,ისე ყველაფერი არ ითქმება. და რუსეთი აგრესორი არ არაა ?
ALONZO
23 მაისი 2023 22:24
11
Miuxedavad imisa ro barca mteli gulit miyvars amati mteli modgma ....... amati milocistvis
Gio
23 მაისი 2023 20:16
22
ბარსელონას არასდროს სინდისი ნამუსი არ აწუხებდა და ახლა რატო შეაწუხებს ? უბრალოდ მაგარი თაობა ყავდა მესი ინიესტა ხავი ბუსკეტსი და წავიდნენ ისინი და ჩვეულებრივი საშუალო დონის გუნდია. ზედმეტი ყურადხების მიქცევაც არ ხირს. რაც დრო გავა ნაკლები პიარი იქნება გავი პედრების და ფატების რომელთა ადგილი მაქსიმუმ ბეტისშია. მანჩესტერ იუნაიტედი რო გამოგაგდებს ის გუნდი რომელსაც თავის თAVI ძლივს მიაქვს ის მაგის მერე გუნდია ?
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
23 მაისი 2023 20:13
35

სიახლეები პოპულარული