5 წლის შემდეგ ინიესტა იაპონიას ცრემლებით ემშვიდობება - სად გააგრძელებს კარიერას ვეტერანი ესპანელი

AutoSharing Option
ლეგენდარულმა ესპანელმა ნახევარმცველმა ანდრეს ინიესტამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ იაპონურ "ვისელ კობეს" ტოვებს.

ვეტერანი ფეხბურთელი აზიურ გუნდში ივლისამდე დარჩება. მას კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს, თუმცა შეთანხმების საფუძველზე, წასვლა შეეძლება.

39 წლის ესპანელმა პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა და თქვა, რომ უფრო მეტი სათამაშო დრო სურს, წასვლის მიზეზი კი სწორედ ეს იყო.

ინიესტა კარიერას არ ასრულებს, თუმცა, მისივე განცხადებით, არ იცის, თუ რომელი იქნება მისი მომავალი გუნდი და ვარიანტებს დაელოდება.

ანდრესი იაპონიაში 2018 წელს თავისუფალი აგენტის სტატუსით "ბარსელონადან" გადაბარგდა. 

ამ დროის
განმავლობაში მან 133 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც თავი 26 გოლითა და 25 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
სასწრაფოდ საქართველოში გორის დილაში.
Ucxo
22:01 25-05-2023
0
მაესტრო !!!
გიორგი
13:37 25-05-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული