"სპალეტის შეცვლა გაუჭირდება" - სერხიო ბუსკეტსმა ლუის ენრიკეზე ისაუბრა

AutoSharing Option
"ბარსელონას" ნახევარმცველმა სერხიო ბუსკეტსმა La Gazetta dello Sport-თან ინტერვიუში თავისი ყოფილი მწვრთნელის, ლუის ენრიკეს შესახებ ისაუბრა.

34 წლის ფეხბურთელის თქმით, ენრიკე შესანიშნავი სპეციალისტია, თუმცა ესპანელს სპალეტის შეცვლა გაუჭირდება, რადგან "ნაპოლიმ" ამ სეზონში დიდ წარმატებას მიაღწია.

"ენრიკეს ძალიან კარგად ვიცნობ. ის არის მწვრთნელი, რომელსაც შესანიშნავი ხედვა აქვს. წავიკითხე იმის შესახებ, რომ შეიძლება "ნაპოლი" გაწვრთნას, თუმცა სპალეტიმ "პარტენოპეისთან" ერთად თამასა ძალიან მაღლა ასწია. მათ მოიგეს სერია A და ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში გავიდნენ. ამ შედეგის გამეორება მარტივი არ იქნება", - განაცხადა ბუსკეტსმა.

შეგახსენებთ,
იტალიური გამოცემების ცნობით, "ნაპოლის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა ლუის ენრიკეს 3-წლიანი კონტრაქტი და ხელფასის სახით ყოველწლიურად 8 მილიონი ევრო შესთავაზა.

alt"ნაპოლის" სავარაუდო მწვრთნელის გაცნობა - გენიალური "ბარსა", თასი თბილისში, გოლი ხვიჩასგან და ტრაგედია...

altCorriere dello sport: ლუის ენრიკემ "ნაპოლიში" კვარაცხელიას და ოსიმენის დატოვების გარანტიები მოითხოვა

მკითხველის კომენტარები / 1 /
ამ კაცს ყურადღებით უნდა დავუგდით ყური: მამით დაწყებული (ხელბურთის მეკარე იყო და შემდეგ საფეხბურთო კლუბ ბარსელონასი) სუფთა კატალონიელია და თან ოჯახით გულანთებული ესპანელი... მიუხედავად იმისა, რომ მოედანზე არც სიმულაციაზე ამბობს უარს, მის გარეთ ყოველთვის გულწრფელია, რაშიც არც ახლა იხევს უკან... იმის თქმა მინდა, რომ ლუის ენრიკე შორს იყოს ხვიჩასგან, სჯობია ისევ სხვა იტალიელმა გაწვრთნას ამ ეტაპზე!
გიო
00:53 31-05-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული