მარადიშვილს მოსკოვის "ლოკომოტივის" დატოვება უნდა

AutoSharing Option
23 წლის ნახევარმცველმა კონსტანტინე მარადიშვილმა შეიძლება მოსკოვის "ლოკომოტივი" დატოვოს, - იტყობინება "ჩემპიონატი".

გამოცემის მტკიცებით, მარადიშვილი "ლოკომოტივში" სათამაშო დროის სიმცირით უკმაყოფილოა და სხვა გუნდში გადასვლას აპირებს.

მარადიშვილის სამსახურით "როსტოვი" და "ურალი" არიან დაინტერესებული და ორივე კლუბი უკვე დაუკავშირდა ფეხბურთელის გარემოცვას.

მან ამ სეზონში რუსეთის პრემიერლიგის 21 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის საქართველოს მოქალაქეობას მიიღებს და ჩვენს ეროვნულ გუნდში გამოიძახებენ.

ასევე დაგაინტერესებთ