23 წლის ფეხბურთელი მზადაა ივნისის სანაკრებო მატჩებში კვიპროსისა და შოტლანდიის წინააღმდეგ ითამაშოს, იმ შემთხვევაში, თუ ქართულ პასპორტს დაჩქარებული წესით მიიღებს.
წყაროს ცნობით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მოსკოვის "ლოკომოტივის" ნახევარმცველისთვის საბუთების ივნისში მომზადებაზე დაჩქარებული წესით მუშაობს.
შეგახსენებთ, მარადიშვილმა "რკინიგზელთა" რიგებში მიმდინარე სეზონში 20 მატჩი გამართა, თავი კი 2 გატანილი გოლითა და 5 შედეგიანი პასით გამოიჩინა.
კარგი ამბავი: მარადიშვილი საქართველოს მოქალაქე გახდება და ივნისში ნაკრებში გამოიძახებენ
ლამის მარადი კითხვა - შეიცვლის თუ არა მარადიშვილი მოქალაქეობას?