"ჩვენი შეხვედრა მხოლოდ 15 წუთით გაგრძელდა. ყველაფერში გავერკვიეთ, ავუხსენი, რომ არ ვარ ადამიანი, რომელიც მიღებულ გადაწყვეტილებას მარტივად შეცვლის. ვავნე თუ არა საკუთარ თავს? შეიძლება ასეც ითქვას. "ნაპოლის" ვტოვებ, რადგან ეს კლუბი ძალიან მიყვარს და მათთვის ყველაფერი გავეცი", - განაცხადა სპალეტიმ.
შეგახსენებთ, "ნაპოლი" სკუდეტოს გამარჯვებული 33-წლიანი პაუზის შემდეგ პირველად გახდა და იტალიის ჩემპიონატი ისტორიაში მესამედ
სპალეტი: "კვარა" მარადონას უახლოვდება - ასეთი დრიბლინგი არასოდეს მინახავს
წინა წლებშიც, ნაპოლის მოკლე სკამი ღუპავდა და ამ სეზონში თუ მაინც გახდნენ ჩემპიონები,ეს შიდა და გარე ფაქტორების,ნაპოლისათვის სასარგებლო დამთხვევამ გამოიწვია.
1)გუნდის შევსებამ,თავიდანვე გაამართლა!ხვიჩა და კიმ მინ ჯე,სეზონის საუკეთესოები გახდნენ.ასეთი რამე,ძალიან იშვიათად ხდება.
2)ოსიმენის თამაში!მას ახლებური ფუნქცია მოუნახა სპალეტიმ და ისიც,შეჩერებელი გახდა.
3)შემოდგომით ჩატარებულმა მსოფლიოს ჩემპიონატმა,ნაპოლის სასარგებლოდ იმუშავა.მისმა ლიდერებმა,ან არ ითამაშეს,ან კიდევ ადრეულ ეტაპებზე გამოეთიშნენ ბრძოლას,ტრავმების მოშუშებაც მოასწრეს და არც გადაღლილან,სხვა ფავორიტების ფეხბურთელებისაგან განსხვავებით.ამან ნაპოლის საშუალება მისცა,ჩემპიონატის შემდეგ,მძლავრი სპურტი გაეკეთებინა და მეტოქეებისათვის მიუწვდომელი გამხდარიყო.
იტალიის გრანდებმა,მხოლოდ გაზაფხულის პირზე აღიდგინეს კონდიციები,როცა ნაპოლის,სკუდეტო უკვე ჯიბეში ედო. მათაც მეტი რა დარჩენოდათ,აქცენტი,ევროტურნირებზე გადაიტანეს.სწორედ ამითაა განპირობებული,მათი წარმატებული გამოსვლა,ევროტურნირებზე.იტალიის სხვა გრანდებშიც,ევროპის გრანდებისაგან განსხვავებით, ხომ ბლომად თამაშობენ,იტალიელი ვარსკვლავები,რომლებსაც მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაში არ მოუწიათ.მომდევნო სეზონში,ეს ფაქტორები,ნაპოლის აღარ დაეხმარება და ლიდერების წასვლით,ისედაც მოკლე სკამის კიდევ უფრო დამოკლება,ნაპოლის ტიტულის შენარჩუნების საშუალებას არ მისცემს.ამას ვერც ხვიჩა უშველის,ვერც სპალეტი და ვერც თუნდაც დღევანდელი შემადგენლობის თითქმის მთლიანი შენარჩუნება.
სკამი უნდა დაგრძელდეს!