დე ლაურენტისი გამოსავალს ეძებს - იტალიელი გალტიეს დაუკავშირდა

AutoSharing Option
"ნაპოლის" პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი კრისტოფ გალტიეს დაუკავშირდა, ამის შესახებ ინფორმაციას იტალიელი ჟურნალისტი ალფრედო პედულა ავრცელებს.

მოგეხსენებათ, სეზონის ბოლოს გალტიე პარიზულ კლუბს დატოვებს, როგორც ჩანს, 72 წლის კინოპროდიუსერი მთავარი მწვრთნელის პოსტზე მის კანდიდატურას აქტიურად განიხილავს.

"შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ გალტიეს 3 კლუბი დაუკავშირდა, ერთ-ერთი კი "ნაპოლი" იყო. გალტიე ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი მწვრთნელია. დე ლაურენტისი ტიაგო მოტას, რაფა ბენიტესისა და სერხიო კონსეისაოს ვარიანტებსაც განიხილავს", - განაცხადა პედულამ.
მკითხველის კომენტარები / 5 /
გალტიეს კინოსთან დაკავშირებით თუ დაუკავშირდება კაცი თორემ ამის მწვრთნელობა კატასტროფას მოასწავებს ნაპოლში.
Anjelo Antei
17:02 04-06-2023
6
ვამბობ რა ამათ ასე თუ გააგრძელეს, მალე შოთიკოსაც მოადგებიან.D
ტტტ
00:36 05-06-2023
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული