"ალ იტიჰადი" კანტეს ზღაპრულ პირობებს სთავაზობს

AutoSharing Option
ნგოლო კანტემ შესაძლოა კარიერა "ალ იტიჰადში" გააგრძელოს. ამის შესახებ ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო იტყობინება.

წყაროს ცნობით, არაბული კლუბი ფრანგ ფეხბურთელს ანაზღაურების სახით წელიწადში 100 მილიონ ევროს სთავაზობს.

რომანოს ინფორმაციით, კანტესთვის პრიორიტეტს "ჩელსისთან" ახალი კონტრაქტის გაფორმება წარმოადგენს, თუმცა მხარეები ამ დრომდე შეთანხმებას ვერ ახერხებენ.

შეგახსენებთ, "ალ იტიჰადი" საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელის, ქარიმ ბენზემას ტრანსფერს მალე ოფიციალურად დაადასტურებს, ვეტერანი ფორვარდი არაბულ კლუბთნ კონტრაქტს 2025 წლამდე გააფორმებს, ხელფასის სახით კი ყოველწლიურად 200 მილიონ ევროს მიიღებს.
მკითხველის კომენტარები / 4 /
შეიხები სიტის და პსჟეებს იქვე გააკეთებენ ნელ ნელა რაღა ევროპაში ჩადონ ფული. წლოვანი ფეხბურთელებით დაიწყებენ და მერე ყველას გაასულელებენ დიდი ფულით. მაგხელა ხელფასებზე ვინ იტყვის უარს?
G.LA
17:18 06-06-2023
0
ამათ რომ ფეხბურთი ანტერესებდეთ ინფრასტრუქტურაში და ბავშვთა ფეხბურთში ჩადებდნენ ფულს და რამდენიმე წელში მინიმუმ მაროკოს დონის ნაკრებს ხომ გააკეთბდენენ. მაგრამ არა, ერთმანეთს ეჯიბრებიან ვინ უფრო მაგარ ფეხბურთელს ჩამოიყვანს, ფულს არ ითვლიან იმდენი აქვთ!
ხოდა ერთი რამ მაინტერესებს, ფეარ ფლეის წესები არაბეთის ქვეყნების კლუბებზე არ ვრცელდება?
Irakli
18:56 06-06-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული