"რონალდო მესის სინათლის წლებით ჩამორჩება" - "ალ ჰილალის" ექსმწვრთნელი

AutoSharing Option
საუდის არაბეთის გუნდ "ალ ჰილალის" ყოფილმა მწვრთნელმა ემილიანო დიასმა, რომელიც ამჟამად გუნდის მენეჯერია, ლიონელ მესისა და კრიშტიანო რონალდოს შესახებ ისაუბრა. არგენტინელ-იტალიელი დიასი თვლის, რომ კრიშტიანო ლეოს ძალიან ჩამორჩება. 

"პორტუგალიელს "ალ ნასრში" ადაპტაცია გაუჭირდა. მის წინააღმდეგ ვითამაშეთ და დრო ბრწყინვალედ გავატარეთ ("ალ ნასრმა" 2:0 მოიგო, კრიშტიანომ მოედანზე 90 წუთი გაატარა). მას კარიერაში დიდ გუნდებთან თამაშის ბედი არასდროს გადაუწყვეტია. 3-4 გოლს ბიჭუნებს გაუტანდა ხოლმე და ყველა ვხედავდით, როგორ აღმატებულ ფორმაში იწყებდნენ მასზე საუბარს. რონალდომ თასიც წააგო, სუპერთასიც და ჩემპიონატშიც დამარცხდა. 

მისი შედარება
მესისთან შეუძლებელია. რონალდოს წინააღმდეგ 3 თვის წინ ვითამაშეთ, იქამდე ლეოს მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლას ვუყურებდი. ჩვენ ვსაუბრობთ სხვაობაზე, რომელიც რამდენიმე სინათლის წელიწადს უდრის", - ციტირებს იტალიაში დაბადებულ არგენტინელს TyCsports-ი. 

კრიშტიანო რონალდომ საუდის არაბეთის ჩემპიონატში 16 მატჩი ჩაატარა და 14 გოლი გაიტანა. ხოლო "ალ ნასრს", რომელსაც დიასი წარმოადგენს, ლიონელ მესის საკუთარ გუნდში ხილვა უნდა.
მკითხველის კომენტარები / 5 /
""მას კარიერაში დიდ გუნდებთან თამაშის ბედი არასდროს გადაუწყვეტია.""
ე, მანდ გეტყობა რა ჩამოსხმა ხარ და როგორ გცოდნია ფეხბურთი )))))))))))))))))
ამას რო შეეკითხება)
20:40 07-06-2023
5
Am oris shedarebam tvini waigoo,gaiget orive dzalian dzlieri fexburtelebi arian legendebi erti sitkvit,zogs mesi mowons zogs ronaldo ra problemaa??
Givi
21:16 07-06-2023
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული