მესის გადაწყვეტილების ეფექტი - ბილეთის ფასი 9000$, ელვისებური სისწრაფით მომატებული გამომწერები...

AutoSharing Option
მას შემდეგ, რაც ლიონელ მესიმ გადაწყვიტა, რომ კარიერა MLS-ში განაგრძოს, ამერიკულ ლიგაში ყველაფერი თავდაყირა დატრიალდა. სავარაუდოდ, არგენტინელის დებიუტი 21 ივლისს, "კრუზ აზულის" წინააღმდეგ გაიმართება და ბილეთების ფასი 9000 დოლარიდან დაიწყება. 

ზაფხულის სატრანსფერო ბაზარი დასავლურ ლიგაში 5 ივლისს იხსნება. ამიტომაც ფეხბურთელს მოედანზე, როგორც მინიმუმ, შემდეგ თვემდე ვერ ვნახავთ.

გავრცელებული ინფორმაციით, ვარაუდობენ, რომ ლეო მაიამის "ინტერის" მაისურს ლიგის თასზე მოირგებს. რა თქმა უნდა, არგენტინელის კლუბში გადასვლამ მსოფლიო მედია ამერიკისკენაც მიაბრუნა, გუნდს კი, რომელიც მესიმ აირჩია, "ინსტაგრამზე" გამომწერები ელვისებური სისწრაფით ემატება. ამ სიახლემდე
გუნდს აღნიშნულ პლატფორმაზე 1 მილიონი მიმდევარი ჰყავდა, ახლა  კი მაჩვენებელი 4.6 მილიონს გადასცდა. 

მოგეხსენებათ, სანამ მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი გადაწყვეტილებას მიიღებდა, ესპანურ Mundo Deportivo-სთან მიცემულ ინტერვიუში შემდეგი რამ განაცხადა:

"მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ სათამაშოდ მაიამიში გადავიდე. 100%-ით ყველაფერი დადასტურებული ჯერ არ არის, თუმცა მინდა ეს გზა განვაგრძო. თუ "ბარსელონაში" დაბრუნება არ გამომივა, მინდა, რომ ევროპა დავტოვო და მეტი ყურადღება ოჯახს დავუთმო". 

MLS-ის 16 ტურის შემდეგ "ინტერი" 15 ქულით 27-ე ადგილზეა და ლიდერ "ცინცინატის" 24 ქულით ჩამორჩება.

altმესი მალე კონტრაქტს ამერიკულ კლუბთან გააფორმებს

მკითხველის კომენტარები / 12 /
ლალიგა! აფერისტო ლაპორტა და უნიათო ბარსას ხელმძღვანელობავ! შეხედეთ ამ სტატიის სათაურს და მიხვდებით, თქვენს უპატივცემლობას ლეოს მიმართ.
რა, ლა ლიგას ნაკლებად წაადგებოდა, მესის ეფექტი?
12:47 08-06-2023
4
პელე თამაშობდა ნიუ-იორკის "კოსმოსში" და არც მას, არც MLS ლიგას და არც ფეხბურთს ამით არაფერი წაუგია, პირიქით .....
ზურა
18:59 08-06-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული