მესიმ თავისი კარიერის ოთხი საუკეთესო თანაგუნდელი დაასახელა, პსჟ-მა კი მისი შემცვლელი დაიმატა

AutoSharing Option
ლეგენდარულმა არგენტინელმა ფეხბურთელმა ლიონელ მესიმ ის ოთხი ფეხბურთელი დაასახელა, რომლებიც მისი თანაგუნდელები იყცნენ და მოედანზე მათთან თავს კომფორტულად გრძნობდა.

35 წლის შემტევმა ასეთებად ლუის სუარესი, ნეიმარი, ხავი და სამუელ ეტო'ო მიიჩნია.

აქვე გეტყვით, რომ ავტორიტეტული იტალიელი ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ლეოს ყოფილმა გუნდმა პსჟ-მა არგენტინელის შემცვლელი დაიმატა. "პარკ დე ფრანსის" ბინადრებმა "მალიორკასთან" შეთანხმებას მიაღწიეს და 22 წლის სამხრეთკორეელი შემტევი ნახევარმცველი ლი კანგ ინი საფრანგეთის დედაქალაქში გადაბარგდება. ახლა ტრანსფერის ბოლო დეტალები თანხმდება და გარიგება მალე ოფიციალურად გამოცხადდება.
მკითხველის კომენტარები / 24 /
სულ რონალდინიოს პასებით არ გაჰქონდა გოლები ? შეიძლება ითქვას მის კარიერაში გადამწყვეტი როლი ითამაშა რონალდინიომ.უმადური არ უნდა იყო ადამიანი.
დავით 67
14 ივნისი 2023 15:32
11
რა,ქნას "რწყილმა",დაავიწყდა რონალდინიო,ინიესტა...
ALONZO
14 ივნისი 2023 16:39
7
შენ ხომ მეტი არ გინდა რა? აბა მოგეცა შანსი და არ გაუშვა ხელი.
დავით 67-ს
14 ივნისი 2023 16:53
4
ყველა გამოხმაურება
მესის შემცვლელი, ცოტა ხმამაღალი ნათქვამი ხომ არაა?
Semi
14 ივნისი 2023 14:10
3
შენც ხმადაბლა თქვი!
სევერიანი
15 ივნისი 2023 02:35
1
სასაცილოაა მესის შემცვლელი?
იმერელი
14 ივნისი 2023 14:10
3
რონალდინიო დაავიწყდა? ნეიმარი ჯობია თუ სუარესი?
ნიკა
14 ივნისი 2023 15:00
0
ინიესტას რას ერჩი
imreli
14 ივნისი 2023 18:57
2
ერთი ნუ შეაკიკინეთ რა? ლეო არ არის ისეთი ადამიანი, რო ტყვილად ასე ჰაიჰარალად დაასახელოს ვინმე!
vaax?
14 ივნისი 2023 19:08
7
,,ლეოს შემცვლელი''ს დამატებას სინათლის წელიწადი დაჭირდება, ძალიან უჩქარიათ))))
გოგა
15 ივნისი 2023 10:53
0
რონალდინიო არა და ეტო? კაი რა ლეო ეგ არ უნდა გეკადრებინა
ტოტტი
14 ივნისი 2023 13:43
3
არგენტინელი კაცი, ორ ბრაზილიელს ვერ დაასახელებდა 4-დან, მით უფრო რომ არცერთი არგენტინელი არ დაუსახელებელია. ასე რომ არჩევანი გაკეთა ნეიმარსა და რონალდინიოს შორის. ეგ სხვა საკითხია რომელი უნდა აერჩია.
ტოტტი-ს
14 ივნისი 2023 16:25
3
ლეო! ხავი თუ ჩავი, მოაცილეე შენი მეგობრობის წრიდან, მაგას რო მოენდომებინა ყველაფერს გააკეთებდა, ბარსაში შენს დასაბრუნებლად და შენც არ მოგიწევდა ოკეანის იქით იძულებით წასვლა. ერთადერთი ვინც მართლა შენი კარგი თანაგუნდელი იყო და მეგობარია ეს არის, ლუისიტო! რომელსაც ასევე უსინდისოდ მოექცნენ. ისე რო დაახვიონ ყველამ და საერთოდაც ამ გასახედიდან, თურმე ნამეტანი არ უნდა შეაკლა თავი არაფერს, ოჯახის გარდა!
ფანი
14 ივნისი 2023 13:23
8
1000000000000000000%- გეთანხმები. როგორ გულით უნდოდა დაბრუნება და ისევ ღალატი! ჩავის და გაბერილ ლაპორტას სინდისზე იყოს ყველაფერი! გიგა.
ფანის
14 ივნისი 2023 16:08
3
შემცვლელიო! ოეეე, მუშაააა! ეგ სიტყვა ნათარგმნია ფრანგული გამოცემიდან თუ აქ იშვა, თანამედროვე, ქართულ, სპორტულ, ონლაინ-ჟურნალისტური გენიის წიაღში?
ქორ-პარიკმახერი
14 ივნისი 2023 14:45
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული