ხორვატიამ ნიდერლანდებს სძლია და ერთა ლიგის ფინალში გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ერთა ლიგის A ჯგუფის ნახევარფინალში ხორვატიამ გასვლაზე ნიდერლანდები დამატებით დროში 4:2 დაამარცხა და ფინალში გავიდა, რომელიც კვირას ჩატარდება.

ხორვატიის ეროვნული გუნდი უკეთ თამაშობდა, თუმცა ნიდერლანდელებმა თამაშის დამატებით დროში გადაყვანა შეძლეს, სადაც უკვე ზლატკო დალიჩის შეგირდებმა მეტოქე დაჯაბნეს.

ნიდერლანდებმა ოფიციალურ მატჩში საკუთარ მოედანზე 4 გოლი 118 წლის შემდეგ პირველად გაუშვა.

ფინალში ხორვატია იტალიასა და ესპანეთს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. ეს მატჩი 15 ივნისს ენსხედეში გაიმართება.

როტერდამი.
"დე კუიპი"
ნიდერლანდები - ხორვატია 2:4 (ძირ. დრო 2:2)
გოლები: 1:0 მალენი (34), 1:1 კრამარიჩი (55,
პენ), 1:2 პაშალიჩი (72), 2:2 ლანგი (90+6), 2:3 პეტკოვიჩი (98), 2:4 მოდრიჩი (116, პენ)
მკითხველის კომენტარები / 14 /
უბერებელია მოდრიჩი, 37 წლის ასაკში მთელი სეზონი ითამაშა ლა ლიგაზე, ყველა თამაში ჩენპიონთა ლიგაზე და კოპა დელ რეიზე, ასევე მსოფლიო ჩემპიონატი და ყველა შესარჩევი და ამის მიუხედავად სეზონის ბოლოს 120 წუთს თამაშობს თან რა დონეზე და თან რა გუნდის წინააღმდეგ, აი ვისგან უნდა აიღონ მაგალითი ჩვენმა ფეხბურთელებმა, 30 წლის ასაკში რო უკვე ვეტერანებად ითვლებიან
მამუკა
05:49 15-06-2023
0
სასწაული ნიჭიერი ხალხია ეს ხორვატები - ჩვენსავით ოთხ მილიონამდეა და თითქმის სპორტის ყველა გუნდურ სახეობაში მოწინავეა, ფეხბურთში კი გრანდია უკვე - ლამის ყველა ტურნირის ოთხეულში შედის. არც პატარა ქვეყნის კომპლექსი აწუხებთ და არც არავისთან თამაშისას ფეხები არ უკანკალებთ, მაგარი ვაჟკაცი ხალხია. რაც შეეხება ნიდერლანდებს - კუმანი დაბალი დონის მწვრთნელია, ეს კიდევ ერთხელ დამტკიცდა. მართალია ნიდერლანდებს ისეთი ბრწყინვალე თაობა, როგორიც ყავდათ ხოლმე, ახლა არ ყავთ, მაგრამ არც ხელწამოსაკრავი შემადგენლობაა და უკეთ თამაში შეუძლიათ კარგი მწვრთნელის ხელში.
არტ
12:38 15-06-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული