მხარეები შეთანხმდნენ - მალე "ნაპოლის" ახალი მწვრთნელი ეყოლება

AutoSharing Option
"ნაპოლის" კრისტოფ გალტიე ჩაიბარებს. ამის შესახებ ინფორმაციას Gazzetta dello Sport-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა ფრანგ სპეციალისტთან კონტრაქტის დეტალები შეათანხმა და ყველაფერი ოფიციალურად მალე გაფორმდება.

გალტიე "პარტენოპეისთან" 2-წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს და 4 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. ხელშეკრულება იმავე სისტემით გაფორმდება, როგორც "ნაპოლის" წინა მწვრთნელთან, ლუჩანო სპალეტისთან.

შეგახსენებთ, კრისტოფ გალტიე 2022/23 წლების სეზონში "პარი სენ ჟერმენთან" ერთად ლიგა 1-ის ჩემპიონი გახდა, თუმცა ჩემპიონთა ლიგაზე არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო პარიზული კლუბის ხელმძღვანელობამ მასთან განშორება გადაწყვიტა.

altოსიმენმა დე ლაურენტისს "ნაპოლის" მწვრთნელად

გალტიეს დანიშვნა არ ურჩია

altპსჟ-მა გალტიე გადააყენა და შეიძლება "ნაპოლი" ჩაიბაროს

altდე ლაურენტისი გამოსავალს ეძებს - იტალიელი გალტიეს დაუკავშირდა

მკითხველის კომენტარები / 17 /
ლილი გახადა ჩემპიონი და უცებ აიწია ამისმა რეიტინგმა მაგრამ სულაც არ არის ძლიერი მწვრთნელი პსჟ- ს ფეხბურთელები ფიზკულტურის მასწავლებელიაო თუ ტრენერიო ხუმრობდენ ამაზე . მითუმეტეს ხვიჩასთვისაც ცუდია რადგან 4-4-2 ს თამაშობს ხოლმე ხვიჩა კი 4-3-3 ზე უკეთესია მგონი ერთი სეზონიც და დროა უკვე წავიდეს ხვიჩა ამ ნაპოლიდან და ჩემი აზრით მანჩესტერ სიტის გრილიშის მაგივრად ძაან მოუხდებოდა ნუ გრილიში ძაან მაგარი კი არის მაგრამ ხვიჩას თავისუფლად შეუძლია ამოაგდოს თუნდაც რეალში ვინიციუსი
ტოტტი
11:31 15-06-2023
5
პსჟ-ს ლიგა 1 მოაგებინაო ძალიან ხმამაღალი და არაფრისმომცემი სიტყვებია :დ ლანს 1 ქულით აჯობეს მხოლოდ და 9 ფრიდან 1ში მაინც რომ გაემარჯვა ლანსს მეორეზე გავიდოდა პსჟ.არანაირი მწვრთნელის ხელი არ ეტყობოდა პსჟ-ს წელს.ფაბიან რუიზი მაინც დააბრუნოს ნაპოლიში ზელისნკის ნაცვლად,პსჟ-ში მაინც სკამზე უნდა იჯდეს,ან მარკო ვერატი თუნდაც.
მეზღვაური
13:14 15-06-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული