პირველი ტიტული 11 წლის შემდეგ - ესპანეთმა ერთა ლიგა მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ერთა ლიგის ფინალში ესპანეთმა ხორვატიას პენალტების სერიაში სძლია და ტურნირის მესამე გათამაშების გამარჯვებული გახდა.

მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. მომენტები ბევრი არ იქმნებოდა. ყველაზე რეალური შანსი 85-ე წუთზე ესპანელებს ჰქონდათ, მაგრამ ფატის დარტყმული ბურთი კარის ხაზიდან პერიშიჩმა გამოიტანა და ძირითადი დრო 0:0 დასრულდა. გოლი ექსტრა-ტაიმშიც არ გავიდა, პენალტების სერიაში კი მეკარე უნაი სიმონმა ორი თერთმეტმეტრიანი მოიგერია და "ფურია როხამ" იმარჯვა.

. ესპანეთმა 2012 წლის შემდეგ პირველი ტურნირი მოიგო.
. ესპანელთა მწვრთნელმა დე ლა ფუენტემ პირველი ტიტული მოიგო - ის ეროვნული გუნდის თავკაცად
2022 წლის დეკემბერში დანიშნეს.
. ხესუს ნავასი ერთადერთი ფეხბურთელია, რომელიც ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონი და ერთა ლიგის გამარჯვებულია.
. ხორვატიამ XXI საუკუნეში პლეი-ოფის 13 მატჩიდან 10 ექსტრა-ტაიმში გადაიყვანა - მოდრიჩმა ყველა შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

მესამე ადგილისთვის მატჩში იტალიამ ნიდერლანდები 3:2 დაამარცხა.

როტერდამი. „დე კუიპი“
ხორვატია - ესპანეთი 0:0 (პენ 4:5)

მკითხველის კომენტარები / 11 /
მოდრიჩს ახალგაზრდულ ნაკრებში არც არავინ ეძახის ჯერ ერთი, მეორეც ნაკრებში ხვიჩამაც და ჟორჟმაც ითამაშა და ხვალაც ითამაშებენ, ეგ ორი, მესამეც ნუ ადარებთ 2 თამაშიან შეკრებას და ტურნირს სადაც შეიძლება 7 თამაში ითამაშო და 1 თვე გრძელდება თავის დღეში ორჯერადი ვარჯიშებით, რობოტები არ არიან და არც სწორია მათი ახალგაზრდულ ნაკრებში გამოძახეა, ეგენი მაგ ნაკრების წევრები არ არიან, ეგ ნაკრები არის განვითარებისთვის და მეტი არაფერი
2
მოდრიჩი არ იღლება? რა მას სეზონი მალდივებზე ქონდა, გაიხსენეთ მსოფლიოზეც სრულად ითამაშა როცა ზოგიერთები ისვენებდნენ.
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული