რონალდო თავის ყველაზე დიდ გულშემატკივარს შეხვდა - ამერიკელი იუთუბერის ოცნება ახდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
17 ივნისს პორტუგალიის ნაკრებმა ბოსნია 3:0 დაამარცხა. მატჩის დასრულების შემდეგ სოციალური ქსელი აფეთქდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ კრიშტიანო რონალდო ცნობილ იუთუბერ IshowSpeed-ს შეხვდა.

მოკლედ მოგიყვებით პოპულარულ ინფლუენსერზე. 19 წლის ამერიკელი მსოფლიოში ცნობილი რონალდოს გულმხურვალე ქომაგობით გახდა ("იუთუბზე" 17 მილიონი გამომწერი ჰყავს, "ტიკ-ტოკზე" - 17.5 მილიონი), ოცნება კი ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელთან შეხვედრა იყო. მიუხედავად იმისა, რომ სპიდი მეგობრობს სხვადასხვა ცნობილ სპორტსმენთან თუ ადამიანთან, დიდი ხნის განმავლობაში რონალდოს ნახვას ვერ ახერხებდა.

Sportall.Ge

ამერიკელი ინფლუენსერი პორტუგალიის მატჩს დაესწრო, დასრულების შემდეგ კი ფეხბურთელების გასასვლელ
გვირაბში მორიგი შეხვედრის იმედით დადგა, რა დროსაც ავტომობილი გაჩერდა და შიგნიდან "მილანის" ლიდერი რაფაელ ლეაო გადმოვიდა. სპიდი მასთან მეგობრობს და ერთმანეთს გულმხურვალედაც გადაეხვივნენ. რამდენიმე სურათის გადაღების შემდეგ ვიდეოში დაინახავთ "ბენტლის" მარკის მანქანას, რაფაელი კი მას მიუახლოვდა და რაღაც უთხრა. შიგნიდან რონალდო გადმოვიდა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ეუფჰ... საწყალი...
buba
12:43 19-06-2023
5
მოკლედ ლეაო მაგარი კაცია, (ჩვენი კვარას მერე) სულ იღიმის, თამაშის დაწყებამდე, თამაშში, თამაშის შემდეგ. ერთი სიტყვით რომ ვთქვათ დადებით აურას უქმნის ყველას გუნდშიც და კრუგშიც. კარგი იქნება ჩვენი ცოტათი მოღუშული ბიჭებიც თუ გაიხსნებიან.
მალხაზ ჯობავა
20:20 19-06-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული