U21. გერმანიის ნაკრების ფეხბურთელებს რასისტული შეურაცხყოფა მიაყენეს

AutoSharing Option
ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატზე C ჯგუფში ქუთაისში გერმანიისა და ისრაელის მატჩი 1:1 დასრულდა. ამ შეხვედრაში გერმანიის ახალგაზრდული ნაკრების თავდამსხმელებმა იუსუფ მუკოკომ (დორტმუნდი) და ჟესიკ ნგანკამმა (ჰერტა) პენალტები ვერ გაიტანეს და Sport1-ის ცნობით, მათ სოციალურ ქსელში რასისტული შეურაცხყოფა მიაყენეს.

"თუ მოვიგეთ, გერმანელები ვართ, თუ წავაგეთ - ჩნდება შეტყობინებები მაიმუნების შესახებ. ფეხბურთში ამის ადგილი არაა, ეს ამაზრზენი და მტკივნეულია.

ჩვენ ყველანი ერთნაირები ვართ, ყველანი ერთი სისხლის, რა აზრია ამაში? ჩვენ უბრალოდ ბიჭები ვართ, რომლებიც ფეხბურთს ვთამაშობთ", - განაცხადა მუკოკომ.

მუკოკოსა და ნგანკამს მთელმა
გერმანულმა საფეხბურთო საზოგადოებამ მხარდაჭერა გამოუცხადა, ხოლო ეროვნული გუნდის სპორტულმა დირექტორმა პანაიოტის ხაციალეკსიომ თქვა, რომ გერმანიის საფეხბურთო კავშირი (DFB) დამნაშავეთა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას შეეცდება.

altმატჩები ბათუმსა და ქუთაისში - ინგლისმა ჩეხეთს მოუგო, გერმანია ისრაელთან ფრეს დასჯერდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 20 /
უკვე ტვინი გაბურღეთ ამ რასიზმით
თაზო
22:32 24-06-2023
5
რა დღეში ვართ_გერმანელებისა და ებრაელების ამბავში ზანგებს აგინებენ
რა დღეში ხარ ევროპააააა
ზურაბ
13:43 24-06-2023
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული