ოსიმენი "ნაპოლიში" დარჩენაზე ოცნებობს, თუმცა დე ლაურენტისი სხვაგვარად ფიქრობს - იტალიური გამოცემა ახალ დეტალებზე წერს

AutoSharing Option
ვიქტორ ოსიმენი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე, დიდი ალბათობით, "ნაპოლის" დატოვებს. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური გამოცემა Rai ავრცელებს.

წყაროს ცნობით, მხარეებმა ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით მოლაპარაკებები შეაჩერეს, ამის მიზეზი კი ის გახლავთ, რომ "პარტენოპეის" პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი უარს ამბობს, ნიგერიელს ხელფასის სახით წელიწადში 6 მილიონი ევრო შესთავაზოს.

გამოცემის ინფორმაციით, პრემიერლიგის კლუბები - "ლივერპული", "მანჩესტერ იუნაიტედი" და "ჩელსი" მზად არიან ვიქტორს 10 მილიონი ევრო გადაუხადონ, თუმცა თავად ნიგერიელს ჩემპიონთა ლიგაზე თამაში სურს. ამიტომ ყველაზე რეალური "წითელ ეშმაკებში" გადაბარგებაა.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" ოსიმენს მხოლოდ 130
მილიონი ევროს მიღების შემთხვევაში გაყიდის.

altოსიმენი ლაგოსში მშობლიურ სკოლას ესტუმრა

altსპალეტიმ "ნაპოლის" ოსიმენის შემცვლელი ურჩია

მკითხველის კომენტარები / 4 /
ბოლმალობენ რაღაცას! პსჟ 150 მილიონს იხდიდა და ლაურენტისმა 180 ზე ნაკლებს არ განვიხილავო და ახლა 130 როგორ ღირს? მარტო ჭორაობაა რაა ))
ქორ-პარიკმახერი
10:56 27-06-2023
0
ლიგის მოგება უნდა რო კითხო ლაურენტის და ჯერ კიმი გაუშვა ეხლა ოსის გაუშვებს მომავალ წელს კვარასაც ააცმევინებს ბიზნესიც ასეთი უნდა ლიგა არა შვარწკოფი ))
რონი
22:00 26-06-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული