U21. ინგლისმა მოიგო - საქართველოს შანსი გაიზარდა

AutoSharing Option
ევროპის ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში ინგლისმა ქუთაისში პორტუგალიას 1:0 სძლია და ნახევარფინალში ისრაელს შეხვდება.

პირველ ტაიმში უპირატესობას ბრიტანელები ფლობდნენ და გორდონის გოლით დაწინაურდნენ. შესვენების შემდეგ პორტუგალიელები გააქტიურდნენ, რეალური მომენტიც ჰქონდათ, მაგრამ არაუხოს დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა და დამარცხდნენ.

როგორც იცით, ოლიმპიადაზე ევროპის ზონიდან სამი გუნდი გავა და ინგლისი ვერ იასპარეზებს, ვინაიდან ოლიმპიური კომიტეტის წევრი არაა. რაც შეეხება საფრანგეთს, ოლიმპიადის მასპინძელია და საგზური დაბევებული აქვს.

დღეს საფრანგეთი უკრაინას დაუპირისპირდება და თუ გაიმარჯვა, საქართველოს ნაკრებს ოლიმპიადაზე გასასვლელად დამატებით შეხვედრაში მონაწილეობის მიღების უფლება
მიეცემა.

ქუთაისი. "რამაზ შენგელია"
ინგლისი - პორტუგალია 1:0
გოლი: გორდონი (34)

მკითხველის კომენტარები / 22 /
ძალიან სამწუხაროა ოლიმპიადის მიღმა დავრჩით
გივი
00:49 03-07-2023
0
პირველი ტაიმი მოიგო უკრაინამ არ ვიცი რა მოხდება,მაგრამ უკრაინა მაგარი გუნდი ყოფილა.მუდრიკი დაღლილიც იყო და ტრავაც ახალი მორჩენილი აქვს,მაგრამ გუნდს მაინც შეუერთდა.
ენძო
00:08 03-07-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული