ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის პირველ ტურში პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები პორტუგალიას 2:0 ამარცხებს.
როგორც მოსალოდნელი იყო, მეტოქე თავიდანვე დაეუფლა ინიციატივას, თუმცა ჩვენი გუნდი თავს უნარიანად იცავდა, მომენტების შექმნის შესაძლებლობას არ აძლევდა, შუა პირველ ტაიმში მეტოქის ნახევარზე აწევა, თამაშის მეტ-ნაკლებად გათანაბრება და ანგარიშის გახსნა შეძლო. წიტაიშვილის მიერ გადაკიდებულ ბურთზე ბრძოლა გაგუამ არაუხოს მოუგო და ბიაის კარი დალაშქრა. სტუმრებმა კარში პირველად მხოლოდ 43-ე წუთზე დაარტყეს, როდესაც სოუზას გასროლილი მეკარე კუტალაძემ მოიგერია. კომპენსირებულ დროში კი კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთს საზონოვმა პორტუგალიელთა კარში მიუჩინა ადგილი.
საქართველო - პორტუგალია
გოლები: 1:0 გაგუა (37), 2:0 საზონოვი (45+1)
საქართველო: კუტალაძე, ხვადაგიანი, საზონოვი, გელაშვილი, კალანდაძე, წიტაიშვილი, გულიაშვილი, მექვაბიშვილი, ნ. გაგნიძე, მოისწრაფიშვილი, გაგუა