U21. ჩხუბი, გაძევებები, გამოუყენებელი პენალტი - ლამაზ ბათუმურ ფინალში ინგლისმა ესპანეთს სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ფინალში ინგლისმა ესპანეთი 1:0 დაამარცხა.

პირველი ტაიმი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, თამაში ლამაზი სანახავი იყო, უფრო რეალური მომენტები ინგლისელებს ჰქონდათ: ჯერ კოლვილის თავით დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა, კომპენსირებულ დროში კი ჯონსმა თავისი გუნდი დააწინაურა, რის შემდეგაც კოლვილმა ესპანელთა სათადარიგოთა სკამთან მიირბინა, შეხლა-შემოხლას ჰქონდა ადგილი და მსაჯმა ინგლისელთა მწვრთნელის ასისტენტი კოული გააძევა.

მეორე ტაიმის დასაწყისში ესპანელებმა შეუტიეს, აბელ რუისის გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა, მერე მისი თავური მიზანს ოდნავ ასცდა. ინგლისელებმა სახიფათო კონტრიერიშებით უპასუხეს, შანსებიც მიეცათ, მაგრამ მოწოდების სიმაღლეზე იდგა
მეკარე ტენასი. ბოლოს ესპანელთა შტურმმა შედეგი გამოიღო, აქტიურმა აბელ რუისმა პენალტი მოიპოვა, რომელიც თავადვე შეასრულა, თუმცა მეკარე ტრეფორდმა არ გაატანინა და ინგლისმა გაიმარჯვა. აღსანიშნავია, რომ არბიტრმა შეხვედრის დასასრულს ესპანელ ანტონიო ბლანკოს და ინგლისელ გიბს-უაიტს უჩვენა წითელი ბარათები.

ინგლისმა ექვსივე მატჩი გოლგაუშვებლად მოიგო და 39 წლის შემდეგ პირველად გახდა ტურნირის გამარჯვებული.

ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“. 18 884 მაყურებელი
ინგლისი - ესპანეთი
გოლი: ჯონსი (45+4)
გამოუყენებელი პენალტი: აბელ რუისი (90+9)
გაძევება: ანტონიო ბლანკო (90+10), გიბს-უაიტი (90+11)

მკითხველის კომენტარები / 15 /
არ მინდოდა ინგლისს მოეგო, ძალიან მეწყინა. ანგლოსაქსებს როგორ უნდა ვუგულშემატკივრო ქართველმა - ყველაზე ამპარტავანი ხალხი, 30 წელი რაც ჩვენ მაგათ თავს გადავყევით, (30 წელი მაგათი დღისწესრიგით ვიცხოვრეთ) მაგის ნახევარი ურთიერთობა რომ გვქონოდა ესპანელებთან, მართლა ძმებივით იქნებოდნენ ჩვენს მიმართ. გუშინდელ განცხადებას თუ ნოუსმინეთ ბრიტანეთის ელჩის, საქართველოში გამოხატვის უფლება დაცული არ არისო, აი ჩვენ რომ მართლა სახელმწიფო ვიყოთ, მაგათ უნდა ვაპანჩურებდეთ ამ ქვეყნიდან! (არ დაბლოკით კომენტარი)
იკა
08:58 09-07-2023
38
იკა, ვის უნდა აპანჩურებდეთ ჯერ გაერკვიეთ თუ ოქროს ურდოს შთამომავალთა მოგზავნილი ბრძანდებით ამ საიტზე,რომელიც ორ საუკუნეზე მეტია გართმევს მიწებს,განადგურებს ფიზიკურად და გაბოდილინებს მათვე პროპაგანდას ინგლისელების წინააღმდეგ.გადარჩენის გზაა ევროკავშირი საქართველოსთვის დანით უმეტეს დიდბროტანეთთან მჭიდრო სტრატეგიული კავშირი თქვენ კი შეგნებულად თუ შეუგნებლად მტრის წისქვილზე ასხამთ წყალს,ანგლოსაქსების ხრიკებიო,ელგებეტეებიო,გახრწნა და გაუბედურება ერისო,მათგანააო,სიტყვა სიტყვით ჩვენი რეალური მტრის სიტყვებს იმეორებთ,მოდი ფეხბურთში დავეტიოთ ჩვენი აიქიუს მქონენი და ვთქვათ მოიგო ინგლისმა და წააგო ესპანეთმა დღე ასეა და ხვალ ვნახოთ რაც იქნება
Mi-6
11:56 09-07-2023
6

სიახლეები პოპულარული